0

მოგმართავ ძმობილო


მოგმართავ ძმობილო ვითარცა პოეტი,
ვით ტყეებს მიმართავს ყვირილი ირმისა,
შეჭამე, დალიე, აბოლე, იძინე,
და ყურს ნუ მიუგდებ მეგობრის ქვითინსა.
დაკეცე ფრთები და ქვესკნელში ჩაეშვი,
ან ზესკნელს მიმართე ფრთები შესაშური,
საითაც მოგინდეს იქით გაეშურე,
არავის მოძახილს არ მიუგდო ყური.
დილიდან ღამემდე დახუჭე თვალები,
ღამიდან დილამდე იფრინე ფიქრებში,
თუ გინდა ყიჟინით მიფრინდი მიზნამდე,
თუ გინდა ირბინე ბავშვურად სიზმრებში.
და მერე მოიმკი შენ რაც კი დათესე,
შხამი და სამსალა მოგივა ათასი,
მაშინ ზურგს შეგაქცევს სახე მეგობრისაც,
სიცივე დაგჯაბნის ავდრიან ზამთარში.
ახლა თეთრი აფრა ნისლებს ეფარება,
მთებმა დაიფარეს ჟამი მიმწუხრისა,
ტყემაც ბანი მოსცა ცელქი მოძახილით,
ოდეს მას შთაწვდა ყვირილი ირმისა.
კომენტარები (0)