0

მარტის თვეა


ქარი ჰქრის და ჭარმაგ მუხას,
აზანზარებს ქარიშხალი,
თითქოს ზეცა ასე ითხოვს,
დაუბრუნოს მიწამ ვალი.
სიგიჟეა, ქალიშვილი
ასეთ ქარში მიდის მარტო,
თმას უწეწავს ქარიშხალი,
მარტისთვეა, ცელქობ მარტო!
მაგრამ ასე როდი ხდება,
გოგო მარტში მარტო დარჩეს,
ფეხაკრეფით მისდევს ბიჭი,
და მის ტკივილს ის მოარჩენს.
კომენტარები (0)