0

აძგერდი გულო უწინდებურო


საქართველოში დაბადებულო,
დროა ქართველად რომ იგრძნო თავი,
აძგერდი გულო უწინდებურო,
შემართე მკლავი....
შენ უნდა წერო ქართლის ცხოვრების,
ფურცლები ახლა...
სანამდე გული ქართულად გიძგერს,
რა არის დაღლა ?..
წინაპართაგან ბოძებული საუნჯე სამი,
ახლა შენია...
და შეუნახე შვილიშვილებს, 
მამა-პაპისგან,
რაც დაგრჩენია....
იქნებ იფიქრო, რა გძალგიძს და რა შეგიძლია ?
არ დაივიწყო,
რომ ქართველის ძალა დიდია,
უკვდავებაა ჯიში, მოდგმა, სიტყვა ქართული,
ეს ერეკლეა,
ნარის ციხის გალავანთან ხმალშემართული.
ეს თამარია და შოთაა წერით გართული,
მსოფლიოს წვდება დავით მეფის დიდებულება,
გენია მსგავსი, უქართულოდ სად გეგულება ?
ქველი ფარსმანი შენი ჯიშის ძეგლად დამდგარა,
როგორღა შეძლებ, რომ სთქვა ძმაო,
რა მძალგიძს განა ?...
და კვლავ ნუ დგახარ,
შენც ქართველად იგრძენი თავი,
აძგერდი გულო,
უწინდებურო,
შემართე მკლავი....
კომენტარები (0)