0

თვითიზოლაცია


არა, არ მჯერა, იქნებ ჭორია,
ისევ უხმოდ დგას ოთხი კედელი,
ზემოთ ცის ნაცვლად თეთრი ჭერია,
ჩვეულ ცხოვრებას ისევ მხნედ ელი.

ისმის აზრების ჩუმი გოდება,
ზოგჯერ ხმაური და ოვაცია,
უკვე კვირაა, ოთახში მარტო..
იზოლაცია, იზოლაცია.

იქნებ არც არის შეუძლებელი,
რეალობასთან ადაპტაცია,
ისევ ოთახის ოთხი კედელი,
იზოლაცია და დისტანცია.

და ჯოჯოხეთში ასე ვეშვებით,
ნორმად ქცეული საშინელებით,
ვრაზავთ დარაბებს და ვიკეტებით,
ჩვენი ნებით და ჩვენი ხელებით.

და კვლავ დუდუნით თითქოს მოველით,
ძველი ცხოვრების კვლავ დაბრუნებას,
ვერ ვეგუებით მთელი სამყაროს,
უკუღმა კუთხით გადაბრუნებას.

და თუ სამყარო ამოტრიალდა,
ჩვენც ყოველივე უკუღმა ვჭვრიტოთ,
თავდაყირა ან მეორე მხრიდან,
უდისტანციოდ.

ახლა კი წამით, ყური დაუგდე,
რომ ჩურჩულებენ უსმინე იმ ხმებს,
ხვალ ყველაფერი კარგად იქნება,
მე პოეზია საშველად ვიხმე.
კომენტარები (0)