0

მოგზაური


მე გამვლელი ვარ ამ სოფელში,
ცოტა ხნით ვრჩები,
ოცდასამი წლის წინ მოვსულვარ,
და ისევ აქ ვარ,
აქ შემიძლია მოვილხინო,
ან მოვიწყინო,
ბედნიერებით გავითანგო,
ან ვზიდო ტანჯვა.
და ვმოგზაურობ,
შემოვიარე წლების წინ თუმც,
აქ შევრჩი დღემდე,
მოგზაური ვარ,
და თან დამსდევს დროებითობა,
მოსვლიდან - დღემდე.

ეს დიდი გზაა, დიდი ხნის გზა,
და უამრავსაც გაუვლია ამ გზაზე უკვე,
ახლაც მოდიან, ზოგი დღეს იწყებს მოგზაურობას,
სხვა რჩება უკვე.
ზოგი ძალიან ნელა დადის,
ზოგი კი ჩქარობს,
ზოგმა არ იცის მოგზაურობა,
უბრალოდ მგზავრობს.
იქნებ შენც მგზავრობ წამკითხველო ?
ცხოვრების მგზავრო.
დღეს შენს თავს ჰკითხე,
მოგწონს შენი მოგზაურობა? 
თუ სულ არ გსურდა?
მოგზაურობას შვება მოაქვს,
მხიარულება,
ხოლო მგზავრობა დამღლელი და გამტანჯველია,
ხანმოკლე თუნდაც.

მოგზაურისთვის პროცესშია ხიბლის წყარო - ბედნიერება,
მგზავრი კი მუდამ ელოდება ჩასვლის დროს მხოლოდ,
და ეს ლოდინი მუდამ აქცევს მგზავრობას ტანჯვად,
და თუ არ იცის საით მიდის მარშუტი მისი,
უთუოდ იტყვის, 
"ყოველია - ამაო გარჯა".
და შენც მკითხველო,
მოიშორე მგზავრის თვისება,
იმოგზაურე,
რომ შეიგრძნო ყოფნის ღირსება.
კომენტარები (0)