0

თავმდაბლობა


მეუბნებიან, რომ არა ვარ მხოლოდ ცხოველი,
არამედ თურმე, უფლის მსგავსად შემქმნა განგებამ,
არ ვარ ამაყი, და არა ვარ ამპარტავანი,
არ ვარ და ასე ღვთის შვილობას როგორ გავბედავ?

მეუბნებიან, რომ არა ვარ მხოლოდ მოკვდავი,
უნდა ვიზრუნო მე სამოთხის მთაზე, ველებზე,
უბრალო კაცმა ისე როგორ გავითავხედო,
ფიქრი დავიწყო შემოქმედის სასუფეველზე?

მეუბნებიან, რომ არა ვარ მხოლოდ სხეული,
და ეს ცხოვრებაც ამაოა - მხოლოდ წვალება,
ვფიცავ ყველაფერს, რომ არა ვარ ისე დიდგული,
სიკვდილის ნაცვლად მოვისურვო - გარდაცვალება.
კომენტარები (0)