0

ნოსტალგია


უკვე დაბერდი,
შეგახსენებს ულაიკო პოსტები,
მეგობრებში გარდაცვლილები სჭარბობენ ცოცხლებს.
პროფილის ქრონიკაზე უფრო და უფრო გახშირდა სამძიმრები.
შეცოტავდნენ შენი ტოლები.

იწურება წამები და ჩვენ არ გვენანება,
ყურადღებას ითხოვენ დაკარგული წამები,
დაკარგული წამები და მკარგავი წამები,
მუდამ დროის კარგვისკენ მიდრეკილნი არიან,
ერთხელ როცა დაკარგე შენ წამები ცხოვრების,
მათზე ფიქრში კვლავ დიდ დროს კარგავ იქნებ ძალიან ?

არაფერია, 
მიყვებიან წუთები წამებს,
ზოგჯერ წამები, უმოწყალოდ ნიავდებიან,
იბადებიან სიცოცხლეში ნორჩი წამები,
იბადებიან და სწრაფად და უხმოდ კვდებიან.
კომენტარები (0)