0

აღზრდა


ერთხელ როდესაც მე ვიყავი პატარა ბავშვი,
მითხრეს დიდებმა,
"ნუ იცინი, 
ცერცეტას, 
ტინგიცს, 
ჭკუათხელს ჰგავხარ!"
მეც დავიჯერე,
და იმ დღიდან ზურგი ვაქციე,
სიცილს და ხარხარს.
და მითხრეს კიდევ,
შეხედე შენს ტოლს,
ის კარგია, შენ ისეთი არა ხარ კარგი,
მეც დავიჯერე,
თავი დავხარე,
და დავმძიმდი ვით აქლემის მძიმეა ბარგი.
და ჩუმად ვიდექ,
ხმას არ ვძრავდი,
შენიშნეს, მითხრეს,
დაფიქრებული და ჭკვიანი ბიჭი ხარ შენო.
და იმის შემდეგ ხმას არ ვიღებ,
და არც ვიცინი,
და ვცხოვრობ ასე,
კალამო ჩემო.

თქვენ კი დიდებო,
სანამ რამეს ეტყვით პატარებს,
კარგად დაფიქრდით,
თქვენი სიტყვა რა აზრს ატარებს!
კომენტარები (0)