0

სამშობლო


როცა დარდები შემომესევა,
უხმოდ ვქვითინებ მოწოლილ სევდით,
მაშინ ვიხსენებ და მიხარია,
საქართველოა სამშობლო ჩემი.

და როცა ვფრინავ სიხარულისგან,
გამიტანია როცა მე ლელო,
მაშინ ვიხსენებ და ვიქუფრები,
სამშობლო ჩემი, არს საქართველო..
კომენტარები (0)