0

ცხოვრების წესი


ყვავილო იალაღზედა,
ამოწვერილო ლაღადა,
მითხარი მომეპასუხე
რამ შგქმნა ასე ლამაზად.
მთვარევ მიწას რომ დაცქერი,
თეთრად აჩნიხარ ღამესა,
ვინ შეგქმნა ნეტავ ასეთი,
ეგებ შენ მეტყვი რამესა ?
მიწაო, ცაო, წვიმაო,
თქვენ ვიღამ შეგქმნათ ვინაო?
ქალოვ შავთვალავ ლამაზო,
ვაჟო ვაჟკაცო დიადო,
ვინ შეგქმნათ ნეტავ ასეთად,
იქნებ თქვენ გამიზიაროთ.
ტკბილი გიბოძეს სიცოცხლე,
სინათლე მოგცეს თვალთაო,
სიყვარული და წადილი
ვაჟს ქალის, ვაჟის ქალსაო,
მაგრამ ხშირადაც ყოფილხართ,
დაღონებული რადაო ?
იმაზედ სჯავრობთ სიცოცხლეს,
სიკვდილი რომ ყავს ძმადაო.
მითხარით რადა გგონიათ,
ეს სამწუხარო ამბავი,
ჩვენი ცხოვრების წესია,
მსგავსი თავგადასავალი,
სიცოცხლე გზადა გვდებია,
სიკვდილისაკენ სავალი,
ჩვენამდეც ბევრი ყოფილა,
ამ გზაზედ წარმომავალი,
და ჩვენს შემდეგაც ილაღებს,
ქვეყანა როგორც წესია,
დაბლა მცენარე მომცინი,
მაღლა მზე ცისა მნათიო,
ბარი, მთა, ცა და ვარსკვლავი,
დაისი, განთიადიო,
ქალი შავთვალა ლამაზი,
ვაჟი ვაჟკაცი დიადი,
იხილეთ ნახეთ სიცოცხლეს,
აროდეს მოსავს წყვდიადი.
კომენტარები (0)