0 21

ჩიმჩის პეპელა


შემოდგომის  პირველი თვის მეორე დღეს, შეფარული მდორე განწყობით მოფარფატე ჩიმჩის პეპელა, რომელიც ვაგონში ავი აურით შეშინებული ქაოსურად დამფრთხალიყო, მიზეზშედეგობრივად შეეჯახა ერთ ჟღალი მოდუნებული სახით მჯდომ ახალგაზდას, რომელიც მე ვიყავი. მე როგორც ჩიმჩის პეპელას ობიექტური აღქმა, გავოგნდი და რეფლექსურად მაგრამ მაინც მორიდებულად შევხვტი, ირგვილვმყოფების პეპელას მიერ დთრგუნული ყურადღება ჩემმა რეფლექსიამ მიიპყრო, ისინი შეიხლ-შემოიხლენ, ჩემს მარჯვნივ მყოფმა გოგონამ ნაზად შეუმჩნეველი მოძრაობით საჯდომი აწია და ჩემსგან ოდნავ ჩააცურა, შემდეგ ხელები თეთრ ჯემპრისქვეშმყოფი საროჩკის საყელურისკენ წაიღო და ისიც ისე შეისწორა როგორც სხეულის პოსტურა, გოგონა ოცდაოთხი წლის თმის სიმშრალე ჰქონდა. შემოდგომის პირველ თვემდე, მისი ხასიათი შედარებით ნაკლებად დასტრესილს ჰგავდა, მაგრამ როგორც კი პირველი თვის პირველი ქარიანი დილა გათენდა, მაშინვე მისმა ხასიათმაც, უფრო სწორედ, დამოკიდებულებამაც უარესობისკენ იწყო სვლა, მიზეზი მარტივი და იოლად მისახვედრია, გოგონა გახურებული ქვის მოყვარულია; კიდევ ცხელი ჰაერის, კიდევ ცხელი მიწის, კიდევ დამწვარი სახის კანის რომელიც მის დაფლეთილ სახეს ნაადრევ სიბერეს ატყობს და კიდევ მცხუნვარების, ცხელი ზაფხულის, ხელზე ჩამოწუწული ვანილის რბილი სუნისმქონე ნაყინის და უამრავი სხვა რამის. მისი ხასიათიც შესაფერისია ინტერესებისადმი, მისი დაღლილი თვალის გუგა რომელიც დაძაბულ ქუთუთოების ქვეშ ნახევარ მთვარესავით იმალება გადაღლილი და ამავდროულად გაფუჭებულია. მისი მზერა მისტყორცნილია მის წინ მყოფ რკინის ხელმოსაკიდზე რომელზეც კალათბურთელის ხელის მტკაველისხელა აბრა ჰკიდია, რეკლამას იდეოლოგიური დანართი ასეთი აქვს რომ თუ ზამთრის პირველი თვის პირველ რიცხვამდე ესტუმრებით ამა და ამ ადგილს ეპილაციის საფასური განახევრდება, ანუ გახდება მთლიანის ნახევარი, შესაბამისად გოგონას აბრისკენ მიმართული ზემოთმომზირალი დაღლილი გუგები მისივე ინტერესის ესთეტიურ წყურვილს გამომჟღავნებაა. მაგრამ მე რომელმაც ჩიმჩის პეპელის და რელფექსური შეხტომის გამო მისი მხარი შევარხიე, ყურადღება გადმოვატანინე და ცოტარიყოს არაკომფორტული შეგრძენბით მოვიცვი, სულაც არ მადარდებდა ის ფაქტი რომ მისი სულელური წარმოდგენები შევარხიე და ის კომფორტის რაღაცნაირ შეგრძნება რომელიც მას უკვე ორი სადგურია თან დაჰყვებოდა შევულახე. ისე კი მივილტვოდი მისი ყურადღების მიპყრობისკენ, წყვდიადში მოსრიალე ფანჯარაში მის ანარეკლს თვალებში ვაკვირდებოდი, დიდად მწამს რომ ადამიანს რა მხრიდანაც არ უნდა მიაშტერდე, მისი ცხოველური ინსტიქტები აგრძნობინებს მას ირაციონალური საქციელის ( ამ შემთხვევაში მიშტერების)  დაძაბულობას. მიუხედავად იმისა რომ ის მანამდე საერთოდ ვერ გამჩვენდვა ცხოველური საფუძვლები ადამიანს უცხო თვალის შიშით თრგუნავს, ამიტომ დიდი განსხვავება არ არის კეფაში მიაჩერდები თუ თვალებში ჩახედავ, ინსტიქტი მას მაინც არაკომფორტულობას აგრძნობინებს. გუგამომწვარი გოგო კი ისევ აბრას მისჩერებია, ბრიყვის უყურადღებობით, მას მე ხუთ წუთზე მეტია ანარეკლიდან ვაკვირდები, მისი თითოეული ნაკვთი გვემა თუ ღაწვის ფორმა მნიშვნელოვანია ჩემთვის, გამომდინარე ჩემივე ინტერესებისა. რადგან ამ გოგოს უცნაურმა გარეგნობამ, დანახვისთანავე მომხიბლა, მის ყურადღებას კი ვერ ვიქცევ, რადგან მისგან განსხვავებით მე გარეგნულად არაფრით გამოვირჩევი, საშვალო სიმაღლის ვარ, წვერი და თმა შავი, თვალები ყავისფერი, გულის სიჯანსაღე წუთში ორმოცდარვა ბიძგი, სამოცდათორმეტი კილო, მძიმე სქელი დასერილი ენა და დადებითი სისხლის ჟგუფი.
             მე ჩემს წინ მჯდომი შავწევერა ბიჭისგან დიდად არ განსხვავდები, მეც ვამჩნევ ამას და ისიც, ვხედავ მის ყურადღების წერტილებს თუ საით იყურება განათლებული ან გაუნათლებელი გონებით და ვხვდები რომ ორგულ ადამიანზე ბევრ რამეს ამჩნევს, ისეთს წმინდა გონების პატრონი რომ ვერ იფიქრებდი, მისი ხედვა ბინძურია როგორც მოკლე კაბაზე მიმართული მისი ცხოველური ვნება, ვხედავ რომ მისკენ თვალს აპარებს და მის ვნებებს შეუწინაღმდეგებლად ელტვის მისით იკვებება და ცოცხლობს, ეს მისი უზნეო გაუნათლებელი მხარეა, მაგრამ სადღაც თვალებს საკუთარი ფეხებისკენ მიაბყრობს და ოცდაათი წამი ფიქრებში ჩაიძირება, მაშინ ფიქრს იწყებს და ამთავრებს, ყველაფერს მხოლოდ ოცდააათ წამში ატევს, შემდეგ მის გაუნათლებელ ყურადღებას ისევ რაღაც არსებული წაიღებს, ვიღაც ჩემს გვერდით მდგომი ცხვირს იფხანს, ის კი ხელის მოძრაობას თვალს აყოლებს, გაფანტულ ყურადღებას მოიკრებს და ისევ ოცდაათწამიან ფიქრს იწყებს. მის თხელ ძვალზე შემოტმასნული კანო დაფარულია შავი ბეწვებით მას ეს ბეწვები ყელში აწვება, ის გაცნობიერებულად საყელოიან ზედას ატარებს, დრო და დრო საყელოს ზემოთ სწევს თმას კი გულში ინახავს, ის თავის თავს მალავს, ის თავის დისკომფორტის ტყვეობაშია. რასაც იმ ბიჭზე ნამდვილად ვერ ვიტყვი რომელიც აგერ უკვე მესამედ იფხანს ცხვირს, მისი სხეული მოშვებული და ჩაფლულია დიდი ტანსაცმლის გრავიტაციულ კუთხეებში, მხოლოდ მხრების ფორმას ვხედავ, მოშვებული დაზაფრული მხრების ფორმას რომელიც სხეულს უფუჭებს, მისი მოდა მეტად ესთეტიურია იმისთვის რომ მხრებში გამართულმა იაროს, ეს ხომ ყველანაირ ხასიათს წაართმევს მის ჩაცმის სტილს, ამიტომ ის დათმობაზე მიდის, თავისი წარმოდგენების გამო სხეულს აფუჭებს, თავისი წარმოდგენების გამო ის ბოლომდე ვეღარასდორს გაიმართება.  ის ხშირთმიანი ბიჭისგან განსხვავებით ნაკლებად კომპლექსურია, მისი ყურადღება მიპყრობილია მის წინ კართან მდგომი პუტკუნა გოგონას საჯდომისკენ რომელიც ცდილობს წონასწორობა შეინარჩუნოს ისე რომ ნაკლებად შეეხოს არასტერილურ ობიექტებს, ისიც თავისი წარმოდგენების ტყვეობაშია, მისი სისუსტე მასზე წერია, თითქოს წასაკითხადაა გამზადებული, თითქოს მიყვება მის საცოდავობას, თითქოს  ჩემი ესმის იმით რომ მე ვცდილობ მის გაგებას. 
       მოშვებულ ბიჭს პიტკუნა გოგონას სქელი საჯდომი მოსწონს, რადგან ყველაფერი წინასწარ გაწერილია, რადგან ვფიქრობ რომ ყველაფერი მიზეზშედეგობრივია, რადგან ვარ ადამიანი ამ სუკუნეში, მეც ვფიქრობ რომ  ბიჭის სიმპატიებს ბალანსის თეორია უძღვის წინამძღვრად, საწყალი ფილოსოფოსი ამბობდა, სიცოცხლის ნება ყველაზე მძაფრია ადამიანში, ჩვენ ვართ ზედმეტად გამხდრები ჩვენ ვართ ზედმეტად რაციონალურები ჩვენ ვართ ზედმეტად მაღლები, პარტნიორში კი ბალანს ვეძებთ რადგან ბალანსის გარეშე ადამიანთა რასა იქნება უბრალოდ უცნაური...   დაბალს მაღალი იზიდავს და პირიქით რაციონალურს ირაციონალური და პირიქით გამხდრს და სუსტს ძლიერი და შევსებული.  მოშვებულ ბიჭის ინტერესებში ჩემი გონება ამას კითხულობს, მის სურვილს ელაქცუცება და შიშვლდება  ჩემი ინტელექტის წინაში, „ ჩემი ინტელექტი ჩემი სახლია, მე მის გარეშე ხშირად ვყოფილვარ, მე მის გარეშე თვალი გავილიბრე, მე მის გარეშე ვიყავი ბედნიერიც“ 
        მეტრო სადგურზე გაჩერდა. პუტკუნა გოგოს წონასწორობის შენარჩუნება აღარ უწევს, კარების გაღებისთანავე ჩადის და მოშვებული ბიჭის იმედი და ამბიციებიც თან მიაქვს, ახლა ის წარბს აღარ ჭიმავს, აღარ ცდილობს იყოს ის რაც არაა რადგან ვაგონში მისი ყურადღების ობიექტი აღარავინაა, რკინას მთელი სხეულით ეყრდნობა, მოშვებული მასზე იღვენთება როგორც ლეღვის გამძღარი მატლი, გამომეტყველება სრულიად ეცვლება როგორც აღშფოთებულიდან შეშინებულამდე, ისე ენერგიულიდან დაღლილობამდე. ოცდაათი წამიდან გამოფხიზლებულმა ხშირთმიანმა ბიჭმა მისი მოძრაობა შეამჩნია და ეგრევე სახე იცვალა, თითქოს ჩაიცინა, თითქოს დაცინა. მეორე ფენომენად მისი გრძნობები მოთოკილია როგორც ვულკანის ავზი, მან ეს რეპრესირებულად გააკეთა, მოშვებულ ბიჭს დაცინა, მაგრამ შეუმჩნევლად შეფარვით, თითქოს აქ ყველანი რაღაცას არ მალავდეს, მისი თვალის ჭრილი და ლოყის ნაოჭი წამიერად შეირხა, მარტო რომ ყოფილიყო სახეზე დიდი ღიმილიც აუთამაშდებოდა, მაგრამ ახლა ის განსჯის ერთ-ერთი საგანია, ის ხვდება რომ ამ ვაგონში ბევრი თვალი და ყურადღებაა მიმოფანტული, ბევრი სურვილი და  ვნებაა დამალული, რომ ისიც სწორედ ისე უნდა მოიქცეს როგორც სხვები. ეს ყველაფერი ხომ მარტივი ეთიკის საკითხია, ამიტომ მისი ბუნებრივი ჩაცინება უნდა ყოფილიყო ყველასგან დამალული, რადგან სხვა შემთხვევაში ადამიანი მის სიცილს თავის განსჯას მოარგებდა, ეს კი ვის სიამოვნებს...
     ის ისევ ოცდაათ წამში ჩაიძირა, მის გვერდით მჯდომი მოხუცი დედა-შვილი კი ამ უძირო ტბის ქვეშ ხშირად ყოფილა, მოხუც დედას სიცხის მიუხედვათ სქელი შავი კაბა აცვია, შავი გეტრებით და ტყავის ქოშებით, გეტრი გაცრეცილი და ფერწასულია, მაგრამ საგულდაგულოდ დამალული გადმოკეცილ ფენად. ქალის სახე მშრალი და არასიმეტრიულია, თმები თოვლივით თეთრი ხოლო დარდი კუპრივით შავი აქვს, მე ამას მის სახეზე ვკითხულობ: გამომეტყველება, ნაოჭები, აურა, ყველაფერი თეთრით შავზეა გადმოტანილი როგორც ლექსი სიბერეზე, და რითმი რომელიც ამ ლექს ფორმას აძლევს მისივე გულის ძგერის შესაფერისია, ანუ გადაღლილი, გამოფიტული და მდორეა. მისი აწითლებული სახის კანი  ისტორიას მიყვება, თუ როგორ მოუწია ფეხით სიარული გავარვარებულ მზის გულზე, ანდაც ვგონებ გარეთ ზის, დახლს დაჰყურებს, ხალხის თვალიერებით უკვე რამოდენიმე წელია დაიღალა, ახლა მხოლოდ თავის პროდუქტს უყურებს და ხმას ელოდება, თუნდაც ბოსტნეულს, თუნდაც ტანსაცმელს, ის უცხოს ხმას ელოდება რომ ნაცნობი პური ჭამოს, ის ჩემზეა დამოკიდებული და პასუხისმგებლობა მჭამს. მის გვერდით მჯდომი კაცი, რომელიც დაბალი მაგრამ ჩაფსკვნილია, ამ ქალის შვილის ასაკშია. დადეშვილობის ელფერი აქვს მის სვდიან სახეს და თან როგორს, დანებებით, დაღლილობით სევდიანს. მისმა სახემ ყველაზე ბლაგვი ძვალიც კი ამიჟრიალა, ასეთი თანაგრძნობა ჩემში აქამდეც შევამჩნიე, ის აქ ბუდობს როგორც გამხმარი ყვავილის გამხმარი კვირტი. მისი ოცნება დიდი ხნის დავიწყებულია, რადგან მას დრო არ ჰქონდა ყოფილიყო თავისუფალი და ის რიდით გაჟღენთილი დამოკიდებულება რომელიც მისი საფირმო ნიშანია, ჩემს გონებაში უწიგნურ დონკიხოტს ემსგავსება, მიუხედავათ იმისა რომ მისი სილაღე აკლია. 
         ეს კაცი რომელსაც გაცრეცილი შავი შარვალი და კუბოკრული შეხსნილი პერანგი აცვია, რომელსაც თვალი უჭრის მაგრამ არა სურვილი, რომელსაც შეუძლია იყოს თავისი თავი ამდენ სხვასთან ერთად, ჩემთვის იმაზე მეტს წარმოადგენ, ვიდრე სხვა დანარჩენი თავისი ბინძური დაფარული ვნებებით, ის ხომ ასეთი წმინდაა, ის ხომ ასეთი სუფთაა, ის ხომ ასეთი საცოდავია სხვებთან შედარებით. ის სად იხედება !? ვის ბიჟუტერიას, ჩაცმულობას ან საჯდომს უყურებს, ის მათზე წმინდაა, ის ადამიანის ცრემლია, თუნდაც სიხარულის თუნდაც შფოთის, ის ნამდვილი სიყვარულის ნაყოფია და მკლავი მკლავზე გამოდებულს, თოვლივით თეთრ დედას რომელმაც შვილისაკენ თავი ძლივძლივობით შეატრიალა რაღაც აქვს სათქმელი, და მე წამერთმევა ეს სიტყვები მუხლუჭების წუილის გამო, მანაც გაფუჭებულ კბილებზე შემომჭკნარი პირი ააცმაცუნა და რაღაც თქვა, მე მათკენ გადავიხარე, იდაყვები მუხლებს დავადე და თავი ძირს დავხარე, მიუხედავათ ამისა მაინც ვერაფერი გავიგე, თვალის ბრმა წერტილმა კი შეამჩნია როგორ შეირხა ჩემს გვერდით მჯომი მზის მოყვარული გოგონა და როგორ შეისწორა კაბის ტოტი და მეც მას თავი უხერხულად რომ არ ეგრძნო და არ ეფიქრა ჩემი ფეხების საყურებლად გადმოიხარაო წამოვიმართე. დედაშვილის გამომეტყველება მრავალფერიანი ცისარტყელასავით გადაიშალა ჩემს წინაშე, დედის ჩაცხრობილი თვალები და შვილის გადაღლილი მზერა ერთმანეთს ერთ თემაზე ეარშიყებოდა, ტუჩები მოხუც ქალს ცხვირს უცმაცუნებდა, ხოლო წვიმის წვეთივით წმინდა შვილი გაყუსული უსმენდა თითქოს ამ ქალის ნათქვამი უნდა დაეჯერებინა, მას ამას ბუნება კარნახობდა მისი თანდაყოლილი სევდიანი ბუნება, რომელიც სუფრაზე ჭიქის ჩაცლის თანავე გამოაფხიზლდებდა გაამხიარულებდა და გაამხნევებდა.
          მის გვერდით ყოფნა მაშინ ყველას ენდომებოდა, რადგან სევდიანი კლოუნი თავის თავს სხვის სიხარულში პოულობს, შესაბამისად სუფრაზე მშვენივრად მოილხენდა და კარგ სიტყვა პასუხსაც არავის დააკლებდა, მაგრამ დაძაბულობის საფუძველი არავითარ შემთხვევაში არ იქნებოდა. სევდა ამის საშვალებას არ მიცემდა, სევდა რომელიც მის ბუნებაში შელახულია, ღვინის თრობით ვერ იქნება რაიმე ნეგატიურის ფუძე, რადგან ის იმაზე მეტად ზრუნავს სხვაზე ვიდრე თავისი თავი წარმოუდგენია ყოფნის ღირსად. ამიტომ ემპირიული გამოცდილებით შთაგონებულმა შვილის ქვეცნობიერმა დედის სიტყვებს შეუწინააღმდეგებელი ყური დაუგდო და არა მარტო ყური მან მას მთელი თავისი მომავალი მოქმედება თუ რექცია მიაბარა, მაგრამ მუხლუჭების ხმის გამო ვერ გავიგე რაზე საუბრობდნენ ისინი, გულგატეხილი რკინაში გამოყვანილ საზურგეს ბეჭები მივაჭდე, ხელები გადავაჯვარედინე და გავითიშე, არ მახსოვს რაზე შეიძლეოდა მეფიქრა, მე ხომ მათთან არ ვიყავი „მე“ მანამდე სანამ „მე“ არ დავკარგე და დავიკარგე. 
      ამ დროს რაზეც შეიძლებოდა მეფიქრა, ან რაზეც არ შეიძლებოდა მეფიქრა ყველაფერი ერთ წერტილში გაერთიანდა, ამ წერტილს არაფრის დეგუსტაციას ვუძახი. სიტყვა „გათიშვა“ მეტად არაკომფორტულს ხდის ამ წერტილს აღწერას, სხვა სიტყვებით რომ მოვუდგე, ეს იქნება მსგავსი „უნებური მედიტაციისა“ ანდაც მსაგვის იმ მომენტისა წყალში ჩაყვინთულს სუნთქვა რომ  გაგრძნობინებს ამოხეთქვის ტალღას და შენც ზემოთ ამოცურავ ხელებს გაიქნევ და სანამ წყლიდან პირს ამოყოფ აი იმ წამს სანამ ჰაერს ჩაყლაპავ სანამ შენს ჩვევას დაუბრუნდები. მარტივად „არაფრის დეგუსტაცია“ ყველას დაუგემოვნებია, მაგრამ ცოტა თუ ამჩნევს, ეს ის მომენტა როდესაც შენი ცნობიერიდან ვარდები, როგორც  გონით ასევე მზერით და სმენით, მაგ მომენტში საჩვენებელი და შუა თითის გატკაცუნებიდან გამოწვეული ხმა ხარ, ელვა... თუნდაც თვალის ხამხამი, თუნდაც დაკარგული ამბავი, თუნდაც უკვდავი, თუნდაც მამლის ბიბილო, თუნდაც ლექსის სტრიქონი, თუნდაც არაფერი. ეს მომენტი გაუცნობიერებელია შენთვის, შესაბამისად სხვებისთვისაც რადგან შენ თუ ვერ აცნობიერებ რომ სხვა შენ გაცნობიერერებს, მაშინ გაუცნობიერებელი რჩები, როგორც სულებით სავსე გამოქვაბული რომელიც არ არსებობს. შესაბამისად მხოლოდ ზედაპირულად შემიძლია ვილაპარაკო „არაფრის დეგუსტაციაზე“ რადგან ის გაუცნობიერებელია, მაგრამ ჩემი თეორიები კი მაქვს იმასთან დაკავშირებით თუ როგორია უგრძნობლობის შეგრძნება, და ეს მამშვიდებს, რადგან გაუცნობიერებაში თავს მეტად  კომფორტულად ვგრძნობ, ყოველ შემთხვევაში ასე მგონია რადგან თუ ვერ გრძნობ არაკომფორტულს მაშინ რაღაც დოზით კომფორტულ სიტვაციაში ხარ, მიუხედავათ იმისა რომ იმ მომნტში კომფორტსაც ვერ შეიგრძნობ.  არაფრის გადმოცემა შეუძლებელია, თუ არაფერი ხარ შენ, მაშინ იმის თქმაც შეგიცლია რა იქნებოდი რამე რომ იყო, „მე ვიქნებოდი ექიმი“ რომელიც ხალხს გადაარჩენდა და ასე ავავსებდი სივრცეს, მაგრამ მაშინ როდესაც ხარ არაფერი ვიღაც წვიმას გადარებს რომელსაც დაავიწყდა რა ფერი უნდა იყოს, სწორედ ამიტომაც არ მაქვს ფერი, მე რომ ვიყო, ვიქნებოდი ფეხბურთელი და კარიერის ბოლოს ვიგრძნობდი ვნებების დავიწყებულ გემოს, რომელიც ამატირებდა სტადიონზე სადაც აბსურდული ესთეტიკური თავისებური სილამაზის მეტი არაფერი გამიკეთებია, მაგრამ ახლა ვარ ბუცის მიერ აჩეხილი ბალახი და ხელოვნური სარწყავების ქვეშ სველი ვხმები. სწორედ ესაა ზემოთ ნახსენები ადამიანურობამოკლებული ესთეტიკის ბოლო საფეხური, რაღაც მხირვ ხომ ლამაზია ეს არარაობა,  უფერო წვიმა და აჩეხილი ბალახი ხომ ლამაზია, მაინც ლამაზია, ადამიანის გარეშეც ლამაზია, და ამით ტკბობა მხოლოდ სუბიექტის მესამე მე-ს შეუძლია, პირველი ცნობიერია, მეორე სხვის ცნობიერში აღქმული საკუთარი თავი და მესამე ორივეს ერთად ერთ წერტილში აქცევს და დასცინის. ეს ირონიული თვითგვემა კი გამოიხატება  ყველაზე წინდახედულ ლოკოკინებში, რომლებმაც თავისი გზა იციან, მაგრამ არ ჩქარობენ, რადგან ლორწოს დატოვებას უფრო დიდი აზრი აქვს ვიდრე გზის ბოლოში ჩასვლას. 
    შემდეგი სადგური „მზის სინათლე“ ჩაწერილმა ხმამ გაიჟღერა, უცებ უკან დავბრუნდი, თითქოს წამოვიმართეკიდევაც, მხრები ავიხოკე და მოვეშვი, თვალი ფეხსაცმელებზე გავაშტერე, ფეხსაცმელებზე რომელიც გაცვეთილი და წამხდარი დამხვდა, მაშინვე მორცხვად უკან მოვმალე, პირველკლასელივით გაჯგიმული დავრჩი ხელები მუხლებზე მქონდა დადებული, წელი წყლის სასრიალოსავით მქონდა გადაზნექილი და თავი ამ სასრიალოს მაღლა გასართობი ნაკეთობასავით ავაქანქარე.  ჩემს ფეხების გასვწვრივ ჩიმჩის პეპელა ისევ თავის სადარდებელს დარდობდა, შეშინებული არ ინძრეოდა და აღარც ვინმეს ეხეთქებოდა სახეში. მარტივად რომ ვთქვად ჩიმჩის პეპელამ ემპირიული ცოდნა შეითვისა, მაგრამ მისი მეხსიერებით ( თუ აქვს საერთოდ მეხსიერება) სავარაუდოდ რამოდენიმე წამში ისევ თავი უნდა დაკარგოს და უცხოებს სახეში შეაფრინდეს... 
    ჩიმჩის პეპელის უკან მომლოდინე ყურადღებამ თავის საწადილს მიაღწია, შუქმა იხეთქა და სახეზე ნათელი გადამაყოლა, ხალხი ერთიანად შეფხიზლდა, ყველამ ფანჯრიდან ყურება დაიწყო, ამინდი განსაზღვრა, ღრუბელს თვალი მიადავნე, მაგრამ რამოდენიმე წამში ისევ დაკავდნენ თავიანთი სამყაროებით, როგორც წყიდან ამოსულ ზღვის ლომი ბრუნდება ოკეანეში, სწორედ მასე ყველა თავის კომფორტულ ადგილს დაუბრუნდა და როგორც ჩანს მეც.
        ჩემი კომფორტული ადგილი მეტნაკლებად მაგრამ მაინც მათთვის თვალყურის დევნებაა. მზის სინათლემდე რამოდენიმე წუთია დარჩენილი,  მატარებელი ბავშვის აკვანივით ირწევა და შუქი სხვადასხვა კუთხეებით სხვადასხვა სახის ჩრდილებს მიღიზიანებს, დარწმუნებული ვარ რომელიღაც გამომეტყველებაში მაინც ვიქნები მიმზიდველი ჩემს გვერდით მჯოდმი გოგონასათვის, თუ არადა რას იზამ ადამიანია და გემოვნება თუ გემოვნებაა ადამიანი, ან სულაც გემოვნებას შეხამებული საქციელების წყობა; „კი“ ეს უფრო უნდა იყოს ვიდრე გემოვნებაა და ადამიანი. 
        ჩემი სადგური მსიზ სინათლის შემდეგაა, ამიტომ მთავარია კიდევ რამოდენიმე წუთი გავძლო ამ დახუთული გრილი ჰაერის ზემოქმედების ქვეშ, იქნებ სულაც ეს ჰაერი მაკავშირებს ჩემს ირგვლივ მყოფნს და მეტი არაფერი. მაგრამ არა რაღაც დოზით საერთო სივრცეს ვავსებთ, უფრო სწორედ, ჩვენ ჩვენი აურით გაურკვევლობაში ვმოძრაობთ საკუთარი მისწრაფებებით და დღიური გეგმით. ამ თვალით თუ შევხვედავთ ყველას ცხოვრება ისეთი პატარა და უსუსურობაა, რომ პირდაპირ გული მოუკვდება დაკვირვებულ თვალს, მანამდე სანამ დაკვირვებული თვალი თვითონაც არ გააცნობიერებს რომ თავისი ეს ფუნქციაც უსურობა და საცოდაობაა. და საბოლოო ჯამში მაინც ამ წყეულ ფიქრამდე მივდივარ, რომ ყოფნას არ ყოფნა სჯობს, რომ სჯობს არ იცოცხლო ვიდრე იცოცხლო და რამე გიჯობდეს, ეს სურვილი ხომ არასდროს მოკვდება შენში, უფრო მეტის, უფრო წმინდის, უფრო ვნებიანის, უფრო ლამაზის, უფრო შელახულის, უფრო დამჯერის, უფრო სიცხოცხლის, და ა.შ.  და ამ არაამქვეყნიურ შემთხვევითობას როგორც მე ისე ყველა, გავატარებთ რაღაც არარსებულისკენ ხელის გაწვდომაში, და ამ არარსებულის მიწიერ სახელს, „კმაყოფილებას“  ნელ-ნელა შეეცვლება თავისი ვნებიანი მხარე, ნელ-ნელა მიეცემა მდორე გემო და ნელ-ნელა იფეთქებს დაღლილი დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება. ეს მათშია ვინც იცის ყოველდღიური რუტინის სიდუხჭირე, ლაპარაკია ვნება მოკლებული ყოველდღიურ გაზეპირებულ ბრუნვად შრომაზე. მეტის სურვილში კაპიტალიზმი თქეშა წვიმის ტალღებად მოედინება და გზად მიმავალთ ყურში ეჩურჩულება. „შენ უნდა იყო ეს რომ ეს იშოვო“ „ შენ უნდა იყო ეს რომ ეს აშრომო და შენ ეს იშოვო“ და ასე ვნებიანი ცხოვრების ლაღი გამოცდილების წინაპირობა იხლართება გადარჩენის სურვილთან და ისედაც გაუცხოებისათვის განწირული ადამიანი, მარტო რჩება შიმშილთან და თავის ოცნებასთან ერთად, რომელიც წონის კლებასთან ერთად იფიტება და რჩება ოდესღაც ნანატრ ჭეშმარიტებად. 
       მზის სინათლე... და ჩიმჩის პეპელა ხალხის ნაფეხურში აირია, გაიჭყლიდა და დაიმარხა. თითქოს შემზარავი იყო ეს ყველაფერი ჩემთვის, მაგრამ მოვახერხე და თავი შევიკავე, ჩემივე კეთილდღეობისთვის, ჩემივე სულის მორჩილებისთვის, ჩემივე სიყვარულისთვის და ჩემვე წინდახედულობისთვის, მათ შორის ხომ მხოლოდ მე არ ვარ ადამიანი...
       გაჩერებაზე ჩამოვედი, ფეხმარდად მოხეტიალემ იქნებ წინასწარ გაწერილი გარკვეული მანძილიც კი დავფარე, როდესაც შეტეხილი ქუჩის კიდეს მივადექი, სადგურისკენ გავიხედე და უამრავ გაჩერებულ უფინქციო მატარებლებს მივაჩერდი, ღრმად ამოვიხვნეშე, ხახლი გვერდს მაცილებდა და ისიცნიც ღრმად სუნთქვდნენ, ყველას უეცარი აგრილება გვიკვირდა, როგორც იცის ხოლმე ქარიანმა შემოდგომამ, ღრუბელს სიმხურვალე ტროპოსფეროს თავთავებს უშავებდა და ტალახისფრად  ულიავებდა, ეს ის მომენტი იყო თვალი რომ სწორ ჰორიზონტს შემოვაყოლე და ჟანგიანი რკინის  მატარებლის თავზე ერთი ბიჭი დავინახე. წელს ზემოთ შიშველს ბეჭზე ზედა გადაეკიდებინა და დაძარღვული კედლების თავზე ბინებს უყურებდა, მოხერხებულად იჯდა, ორივე ხელები რკინაზე დაეყრდნო და ბეჭის ძვლის ბრტყელი ფირფიტა დაახლოებით ათ მილიმეტრიანი ჩრდილით გამოეყო მის ბავშვურ სხეულზე. ბიჭზე თვალი გავაშტერე მაინტერესებდა ამ სიშორიდან თუ გავარჩევდი რა იყო მისი წადილი, მაგრამ შეხლა-შემოხლასაც კი ძლივს ვამჩნევდი. ნიკაპი საეჭვოდ მაღლა ჰქონდა მიმართული, ღრუბლების ყურებით კაცი მალე იღლება, ამ ღრუბლების ქვეშ კი მისთვის მხოლოდ ის გაფარჩაკებული ბინა იყო წამომართული რომლის თითუეულ სართულს თითუეული მიტოვებული მოსახლე ეტყობოდა. ბიჭი თითებს იფშვნეტდა, საეჭვოდ ცქმუტვდა და ნერვიულობდა, შეიძლება სულაც არა. შეიძლება მეშლება, ვინ იცის... შევბრუნდი და შეტეხილ ქუჩას თვალი ავაყოლე, მის ბოლოში ახლა უკვე ჩემი გაფარჩაკებული სახლი ჩანდა, ფანჯრებიდან გამოდიოდა მოსვენების წყურვილი, ეს მე ვიყავი, როგორც ყველა ვინც სამსახურიდან სახლამდე შემხვდა ისევე ეს მოსვენების წყურვილი რომელიც სხვისთვის სხვა იყო, ეს მე ვიყავი ის ბიჭი რომელიც, შეიძლება სულაც არ უყურებდა გაფარჩაკებულ ბინას მის წინ, და ის იდეა რომ მას იმ ბინაში ვიღაცის გამოჩენის სურვი ჰქონდა ესეც მე ვიყავი, ყოფნას რომ არ ყოფნა სჯობია ესეც მე ვარ, მაგრამ ნეტავ  ყველამ იცოდეს როგორი რთულია იყო შენი თავი.
კომენტარები (0)