0

მწარე რეალობა.! "გენდერულ სტერეოტიპებს შეწირული"


თემა:ასე შეიწირა გენდერულმა სტერეოტიპებმა ბევრი პატიოსანი გოგოს სიცოცხლე.

.... იყო და არა იყო რა, როგორც წესი ამგვარად ზღაპრები იწყება_ხოლმე,მაგრამ,რასაც აქ გიამბობთ, ზღაპარი კი არა,მწარე რეალობაა. იყო ერთი გოგო:კარგ ოჯახში გაზრდილი, განათლებული, კულტურული, სიმართლისთვის მებრძოლი.
ყოველთვის ჩაგრულ მხარეს იცავდა, მიკერძოებას არსად არ ავლენდა. ბალეტი უყვარდა, შპაგალტში ჩაჯდომები, ვარჯიშები, საოცრად მოქნილი სხეული ჰქონდა, მაგრამ, სწორედ ამ ვარჯიშებმა შეიწირა,და როგორ დასასრულს მოგახსენებთ.
ერთხელაც გამოჩნდა მის ცხოვრებაში პირველი სიყვარული  სამი წელი უყვარდათ ერთმანეთი, ბოლოს გადაწყვიტეს დაქორწინებულიყვნენ, როგორც ყველა სხვა. 
მოაწია ქორწილის დღემაც. როგორც ტრადიციულად მოგვდგამს ქართველებს/ქრისტიანებს/მორწმუნე საზოგადოებას გოგონა პირველ ღამეს აუცილებლად აფკ გაუხეველი,ანუ ქალიშვილი უნდა იყოს. 
ქორწილის დღეს ულამაზესი პატარძალი იყო,.... მოვიდა პირველი ღამის დრო, შევიდნენ თავიანთ ოთახში (პატარძალი თითქოს ინტუიციურად გრძნობდა,რაც უნდა მომხდარიყო)...ჰოი და საოცრებავ აწ უკვე ქმარმა მისმა ცილი დასწამა ღალატში რადგან აფკი გახეული ჰქონდა ქალიშვილი არახარო და მასზე ფიზიკურად იძალადა. სინამდვილეში კი გოგონა ისე კონტროლ ქვეშ იყო მშობლების თუ საზოგადოების მხრიდან (რადგან გოგო იყო) ღალატს სადღა მოასწრებდა?ან საერთოდ პატიოსან ოჯახში გაზრდილ,წესიერ გოგოსთან ღალატი რა მოსატანია? მაგრამ საქმე სულ სხვა რამეშია: ჩვენს მენტალიტეტში გამჯდარი სტერეოტიპი რომ თითქოს ქალი მხოლოდ პირველ ღამეს ჰკარგავს ქალიშვილობას მითია, რადგან აფკის გარღვევა ხდება, აგრეთვე სისტემატიური ვარჯიშით და შპაგალტებზე ჩაჯდომით. 
ის გოგო გაშორდა ქმარს....ქმარს კი იმ გოგოს შემდეგ სხვა გოგოსთან ალერსი არ ღირსებია.
-ამბის დასასრული
კომენტარები (0)