აღარ შემოხვიდე მეცნო დასასრული,
ჩემში არ მოძებნო თეთრი თბილი ბინა,
ყველა სიხარულის მიღმა დამალული,
მარტივად დასანახი, ბოროტის გრგვინვა.
ჩვენი ოცნებები ნატვრით დასანთლული,
ოდესღაც ხომ იყო წმიდათაწმიდა.
ამჟამად ჩემში, ოდესღაც დანათლული,
ბავშვობის მოგონება შემორჩა ხილვად.
სიმართლეს ატარებს სული და გული,
ყველაფრის დაწყება თავიდან ღირდა,
განსჯა ადვილია, შორიდან არნახული
გვაქვს მოსაზრება გამოთქმა გვინდა.
დროში გაჭედილი, ფიქრში ჩამეძინა,
ფასეულობები გაქვს შენ გაძარცვული,
ბევრი უვიცია ჩუმად ჩაეცინათ,
აღარ შემოვუშვით მეცნო დასასრული.
თან თუ არ მოვიყვან გრძნობით მაგალითებს,
შექსპირს, ბაირონს, თუნდაც ედმონდ დანტესს,
საკუთარი სიმართლე ყველას მირჩევნია,
ასი გენიოსის აზრი შენს რომ გავდეს.
ბევრი ვიდრე წავა ამ სამყაროდან,
ადამიანად ცდილობს რომ ჩანდეს,
გულში ვინ იცის, ვინ რას ლამობდა?
ალბათ არ ეღირსა შენდობა რამდენს.
გზა გააუფერულა ისევ ტკივილებმა,
როგორ მენატრება მისი გაზაფხული,
დღესაც მიტევს შავი უძილობა,
ეს ცხოვრებაა ჩემით დანახული.
ყოველ შენ ნახვაზე, ცა სიხარულს ცრიდა,
მაგრამ არარსებობს ბედნიერება სრული,
ჩემში არ მოძებნო თეთრი თბილი ბინა,
თავად ადამიანია ვიცი არასრული.
ავტორი - საბა დგებუაძე
15.04.2020.