0 95

მხილება




ფერები ბგერებად იშლება,
ნოტები იდუმალ ნიშნებად,
ვინც შემიცნობს შეიშლება,
ნიჭი დამიშრო შიშებმა.

თვალი აიხილეთ, მორჩით ყბედობას,
დაუკვირდით სიტყვებს, საშიში შეცდენაა,
განცხრომა არ დამცხრალა ბედობაა,
ყრუ ხარ თუ ბრმა, რა ბედენაა?

და უნდა დუმდე ისე ძლიერად
რომ ეს დუმილი ანგრევდეს კედლებს,
გადაქცეულან ისევ ცბიერად,
თან წამთ რომ ვინმე დაკიდებთ მედლებს.

ავტორი - საბა დგებუაძე

02.02.2021.
კომენტარები (0)