0 83

სიმშვიდის აგონია




ირგვლივ ქაოსია კვდება სიმშვიდე,
ყველას ზიზღი მართავს ძლიერი,
მინდა ცის კიდესთან ახლოს მივიდე,
მაგრამ არ მიშვებს ცბიერი.

დღეს შუბერტია ჩემი თანამგზავრი,
მუზამაც იცვალა იერი,
ჩემში უკუნითი არსებობს კვამლი,
შეგრძნება ამიტომ მაქვს არამიწიერი.

მიზეზების ძებნაში გავიდა წლები,
პასუხების ძებნაში კი საუკუნეები,
აზრი თუ არ აქვს ვეძიოთ გზები,
მაშინ მიწა გველოდება ყველას მშიერი.

ზოგჯერ როცა გონებაში ვხვდები,
რომ არარსებობს არსად განმარტება,
ვგრძნობ შინაგანად თუ როგორ ვკვდები,
რომ ყველა ჩვენთაგანი არის ქანდაკება.

ყელში ამოვიდა სისხლის ზღვები,
ეს ჯოჯოხეთი როდის დამთავრდება,
ადამიანი არ არის საკვები,
ბიბლიას არ უნდა სიტყვის დამატება.

ჩემი ფილოსოფიაც სიწმინდით ნაკვები,
ჩვენ არ გვეკარება შური, ანგარება,
განკითხვის გარეშე ბოლომდე გავყვები,
სიჩუმის ხმაურში ბოროტი დამარცხდება.

პოეზიას ვფლობ სხეულის შიგნიდან ხორცში,
ყველა კონტრასტში ცოცხალ არსებად,
უჯრედის უჯრედში, კანის ქსოვილში,
როდის გაიგებთ ამის ფასს ნეტავ?

თითქოს დავმშვიდდი ვეძებ ჭეშმარიტს,
უზენაესის დაუწერელ კანონს,
ანგელოზებს და შხამიან ასპიტს,
ადამის ცოდვებით თუ როგორ ვწვალობთ.

ხმა მესმის ღამე მოცარტის მარშის,
თან ზეციურად ცრემლებით ვგალობ,
წარსულის დებოში ინათებს წამში,
და გადარჩენას კვლავ ლოცვით ვლამობ.

გავუჩინარდები მომავლის ხრამში,
ნელა ვიჩოქებ სიმთვრალეს ვნანობ,
სისუსტე, ტკივილი, მარჯვენა მკლავში,
აბსოლიტურ სულის ბოძებულს ვკმარობ.

რადგან კვდება სინამდვილე ფარსით,
სიმდაბლე ამპარტავნებით წვალობს,
როდის იქნება ფრთებს როდის გავშლით,
ბნელეთი დედამიწაზე სულ რატომ ხარობს?

თუკი მეტყობა სიდინჯე ხმაში,
შეუტოკებელი მიმიკა მშვიდის.
სინამდვილეში ვარ მუდამ წვაში,
თან მეუფლება აგონია სიმშვიდის.

ავტორი - საბა დგებუაძე

27.03.2022.
კომენტარები (0)