ცხელი ოკეანე, სხეულის ამარა,
უზადო ფორმებმა შეკრეს კამარა,
მარადქალური იყო ნარნარა,
ნერვული შეტევა დაასამარა.
თავისებური ზრახვათა ზეობა,
უმართავია ამ დროს მეობა,
გამოხატული ვიგრძნე მხნეობა,
რომ შევაფერხე მეტოქეობა.
კოშკი აღმართა სიგიჟემ სრულმა
და სახიფათოდ წამძლია სულმა,
წყურვილი დამიოკა განცდამ მოსულმა,
უდაბნოებით გარემოცულმა.
რაც განვიზრახე მრავალჯერ ახდა,
უჩინარი ცეცხლი გამიჩაღდა,
ჩემს ფანტაზიებს სიმრავლე ახლდა,
მგზნებარე აზრები ჩამისახლდა.
სხეულის ოკეანე, სურვილთა ლაშქარი,
ვიწვი არაზომიერი ფიქრების ამარა,
იყო ცეცხლები ალყის მაგვარი,
ქალში დადგენილი დაასამარა.
ავტორი - საბა დგებუაძე
11.06.2022.