0 114

ალტერ ეგო




ვირტუალურად იდეალებს დავუწყე დევნა,
 ჩამჩურჩულა ბუნდოვნად სიმშვიდე ზენამ,
 ფენომენია ვაღიაროთ პოეზიის ენა,
 შემსუბუქებულია ერთი საფეხურით გეენა.
 ვწუხვარ, მასიურად ადამიანებში ბნელა,
 მარაზმში გადასულა მავნე ჩვევა,
 ცდები თუ გგონია რომ ეიფორიაა შველა,
 პასუხია დისკომფორტისგან ზიზღი და ხველა.

 რას მივაწერო გამძაფრებული სისხლის წნევა,
 ადვილია ვინმეს მტრად მიჩნევა,
 ჩავთვალოთ რომ სწორია ჩემი კვლევა,
 ადამიანებზე, რომლებზეც ღირს ხელის ჩაქნევა.

 აყვავებულის ჭკნობა ჩვენი ზნეა,
 ჩემში ქარიზმა ჯერ კიდევ მხნეა,
 რომ გადმოგყურებს ჩემი შემოქმედების კლდეა,
 უარვყოფ რაც სამყაროში მავნეა.

 წარმოუდგენელია დათმენა, თითქმის სიგიჟეა,
 ვერ შევძლებ სულში სიმშვიდეა,
 სიყვარული ჩემთვის მზეა,
 ის აურაცხელი სიმდიდრეა.

 მაცოცხლებს სურნელი კეთილი აურის,
 მაფრთხობს ცოდვათა ვერაგი ხმაური,
 ვილაშქრებ, ვიქნები გულგრილი მეთაური,
 რომ დვამარცხო ქვესკნელის ტრაური.

 შემოქმედი ვერ იქნება ფლიდი,
 სასარგებლოა ზოგჯერ ბეწვის ხიდი,
 თუნდაც ჟანგიანი მჭიდი,
 საჭიროებას განსჭვრიტავს ინდივიდი.

გავმიჯნე ყოველივე მავნებლური,
 ვეძიე რაშიც ვარ უძლური,
 ამოვკვეთე გონებიდან აზრი სულელური,
 კალაპოტი განვავრცე სენტიმენტალური.

 ზოგიერთი მხოლოდ ხორცია ცარიელი,
 სიცოცხლე არის ერთ-ერთი ბარიერი,
 სულიერი ორბიტა ბოლოა კარიერის,
 გამონათება ესეც წამიერი.

 სულიერმა მდგომარეობამ განაპირობა იერი,
 აუცილებელია ვიყო უფრო ძლიერი,
 რაღაც დოზით თუნდაც ცბიერი,
 მოწინავე მებრძოლი ძალისმიერი.

 რას მივაწერო გამძაფრებული სისხლის წნევა?
 ფენომენია ვაღიაროთ პოეზიის ენა,
 ჩემში ქარიზმა ჯერ კიდევ მხნეა,
 რომ გადმოგყურებს ჩემი შემოქმედების კლდეა.

ავტორი - საბა დგებუაძე

11.05.2023.
კომენტარები (0)