დავიკარგე, ღამის კოშმარი ხანგრძლივი,
უსაფუძვლო მსვერპლთშეწირვა თამადობს,
რისხვა გულზე აფეთქებად მომდგარი,
სული გულთან პაექრობს და კამათობს.
არ ვაღიარებ ვინც აღიარეს ყვედრებით!
დამადლებულ სიკეთესაც ავლაგმავ,
სამსჯავროზე არასოდეს შევხვდებით,
ავიჭრები, სიმაღლეს არ დავკარგავ.
უკვე მახრჩობს ცინიკური სიცილი,
გრძნეულია, მან იდილია არია,
გენიოსებს ვერ ეწევა სიკვდილი,
სინამდვილე ფარსის მაგვარია.
ბოლომდე ვთქვა მსურს ამჯერად სათქმელი,
საბოლოოდ ამოვძირკვო ჯეროვნად,
ამოუცნობ პოეტისთვის მზადდები,
მისაღებად თუ იქნები ერო მზად.
აჩრდილი ვარ, კვალს ვერსად ვერ დავტოვებ,
ახშობს ჩემს ხმას უსიცოცხლო ფორმები,
აზვირთებულ უტყუარობაში დამტოვეთ,
სიცხადეა, ვერვინ გამიტოლდებით.
ავტორი - საბა დგებუაძე
01.02.2023.