მინდა დავლიო, მსურს შენი სიშორე,
რაც წახვედი მონატრებას ვეღარ ვიშორებ,
მინდა დავლიო, მსურს გავიაზრო შენი ზღვის დონე,
ცხადში თუ სიზმრად რა ვქნა თუ ვეღარ გიშორებ.
მინდა დავლიო მსურს ფუნდამენტური სისწორე,
კაპილარებშიც რომ ამერიოს სიმდორე.
მინდა დავლიო მსურს ნაბიჯები სწორე,
თვალებში ჩამხედე შეცდომა გამომისწორე.
მინდა დავლიო, მსურს ვიყო პოეზიის ფანატი,
რითმები, აბზაცები, სტროფები მქონდეს სახატი,
მინდა დავლიო, მსურს შევქმნა შენი ნახატი,
როგორც პოეტს ლექსი მაქვს გამოსახატი.
მინდა დავლიო, მსურს მთლიანი სიგიჟის არსი,
დავლეწო, დავასამარო ჩვენში არსებული ფარსი.
მინდა დავლიო, მსურს უკვდავების ხორცშესხმული გარსი,
რომ ჩემში ავაფეთქო სიცოცხლის შინაარსი.
მინდა დავლიო, მსურს დაჩოქილი ვიხილო მტერი,
როცა გონებას სიმთვრალის ეპატრონება მგელი,
მინდა დავლიო, მსურს ვიყო მაოხრებელი მკვლელი,
მთვრალს ძლიერ მაწუხებს მიდრეკილება შესაშლელი.
მინდა დავლიო, მსურს ანგელოზთა დასი,
რომ სიმაღლე მქონდეს მე მათნაირი მსგავსი,
მინდა დავლიო, მსურს ერთი მომცეს ცხოვრებამ შანსი,
რომ განვამტკიცო ჩემი შინაგანი მრწამსი.
მინდა დავლიო, მსურს სალოცავად სკვნილი,
რომ გავაქარწყლო ცოდვები შექმნილი,
მინდა დავლიო, მსურს გავიგო ჩემი სიკეთის წვლილი,
რომ აღარ დამხვდეს გრძნობები არეული და შეცვლილი.
მინდა დავლიო, მსურს გამოვაჩინო ფესვი,
გამოვავლინო სინამდვილეში რა არის ჩემი წესი.
მინდა დავლიო, გამანდე ტყვიას თუ როგორ მესვრი,
უკან არ ვიხევ, მზად ვარ, თუკი ვარ დასაგესლი.
მინდა დავლიო, მსურს დრო საოცრება ძველი,
ტუჩები შენი სიგიჟის და ჟრუანტელთა საფუძველი,
მინდა დავლიო, მსურს გავიხსენო თვალები ცრემლით სველი,
გითხრა რომ ჩემთვის ისევ ხარ განცდების საძირკველი.
მინდა დავლიო, მსურს კალმით სამყარო ავრიო,
ყველაფერს გავცდე სიყვარულში პლატონი გავრიო,
მინდა დავლიო, ყველა პოეტი ლექსებით გადავრიო,
ჩემი ქარიზმით დალევის კანონი გადავხიო.
მინდა დავლიო, მსურს შევუერთდე გალაკტიონს,
ყველა მგოსანის აზრების გზა გავლიო,
შეურაცხადის ფერში შევხვდე ალიონს,
ეპოქათა მეფის სადღეგრძელო მინდა დავლიო.
ავტორი - საბა დგებუაძე
10.06.2023.