0 82

ფატა-მორგანა




(1)

დღეს დამათენდა წვიმის ხმის ფონზე,
ველოდებოდი აზრის გაჩენას,
გათიშული ვარ აღარ ვარ გონზე,
წვიმის წვეთებმა დარდი მაჩვენა.
ჩემი აზრები, ჩემი ხედია,
ვინმეს კრიტიკას არ ვთვლი საჭიროდ,
ეს ყველაფერი მაინც წრფელია,
როგორც არ უნდა გაასაჩივროთ.

დეჟავიუ მაქვს, წვიმა მახსენებს,
ჩემი მსმენელი დღესაც ის არის,
ფიქრებითაც იგი მასველებს,
ის სათავეა ცხოვრების დრამის.
ადამიანის ბუნების სილაჩრე,
პატიებული ვითომ იმარჯვებს,
როცა განაჩენს მოიმარჯვებს,
კლავს! თან თავსაც იმართლებს.

გათენდა წვიმამ დუმილი არჩია,
ძილმა შემაწუხა საშინლად,
კაცობრიობა დიდი ფარსია,
აღიარებული უძღებ შვილად.
ცხოვრება ემსგავსება ეპოსის ანარეკლს,
შორია იაზრებთ? თქვენი ცხონება,
კრიტიკა შემრჩა თითქოს დამზაფრეს,
მრავალფერადი გამოთხოვება.

ისევ ლექსებში გავშალე აფრები,
ბუნების წიაღში ვეძიე ქონება,
გენიოსობის გავაღე კარები,
ჰორიზონტებსაც გაცდა გონება.
ნელ-ნელა ქრება ჩემში ფობია,
მომბეზრდა ნიღბების გამოგონება,
შევიცვალე ტერმინოლოგია,
სტიმულად დამრჩა ანალოგია.

შემირცხვენია თეთრი შაყირი,
მეტამორფული არარაობა,
უცხოა ვიცი შენთვის ეს ხილი,
განგრძობითია ჩვენში სხვაობა.

 (2)

აღძრული სიშორე, მუსიკის ნოტი,
თითქოს სიწმინდეს ვხედავ,
არ მაძინებს ისევ შავი ფრონტი,
ძილშიც შემიწყალეს ვბოდავ.
იქ ვარ სიმაღლე სადაც არის,
სადაც არ არის შფოთვა,
განკურნებაა ადამიანთა შხამის,
ზეცასთან შეხების გრძნობა.

მუზამ გულზე მაძგერა ტალღები,
ახლა თენდება ჩემი ალიონი,
დაძაბული მაქვს გრძნობით ძარღვები,
გართულდა ახლაც რაც იყო იოლი.
ღამე თითქოს ფიქრს მიეცა,
უარი თქვა ცრემლის ღვრაზე,
დრამის წიგნი დაიკეცა,
ვდგავარ კვლავაც რთულ საზღვარზე.

აბზაცები კვლავ ირევა,
ვერ ვპოულობ სულის შვებას,
ფიქრი ისევ აიმღვრევა,
ფარდა იწყებს ჩამოშვებას.
გრძნობებით ვარ შენიღბული,
შეეჩვია ჩემი სული,
უნუგეშო მწარე წუხილს.
ორმაგ დუმილს და თან მუდმივს.

ცხოვრება ვინც სუიციდით დაასრულა,
თქვენი აზრით ტანჯვაშია მუდამ?
ამ ქმედებით სამოთხეს არ გადასულა,
გარანტიას ვერვინ მოგცემს სრულად.
უბრალო ფურცელზე გადმოტანილი,
ჩემი აზრების ფილოსოფია,
თქვენს ზიზღად დაღვრილ,
გაუფერულებულ დუმილს ჯობია.

ეპოსი ბრწყინავ ბგერებში,
მთვარე იელვებს განათევებში,
უხილავ ლამაზ ფერებში,
თვლემს  გამარჯვება მუქ ნარკვევებში.

  (3)

პოეზიაა ჩემი დილეგი,
სიმართლე სადაც არ იმალება,
ის არის ჩემი სუნთქვის იმედი,
ჩემი გრძნობების ფერიცვალება.
ამ ეტაპამდე ისე მივედი, 
ბევრი ტკივილი დამრჩა შრამებად,
ჭეშმარიტების ნამდვილი ხედი,
ვიცი არასდროს დაიმალება.

დროებითია წამების სვლა,
თვალით ნანახი ყველა წვრილმანი,
რაც გავიარეთ ნაბიჯთა გზა,
მოგონებები ჩასაფიქრალნი.
სათავეს და დასასრულს,
განუყოფელი მორალი აქვს,
შინაარსის ჩაწვდომა მსურს,
უკვდავებასთან შეხებას გავს.
 
ადამიანები სიყალბით აღსავსენი,
მათ ნათქვამში ბნელა საძირკველად,
რატომ ჭირს კაცობრიობას სენი,
ამაზრზენია ეს საფუძველად.
ვიცი გაქრება ოცნებაც,
არ დარჩება არაფრის ნაშთი,
სიტყვებს ქარი წაიღებს,
იქნება გადმონაშთი.

ვერ გავარკვიე საით მივდივარ,
ან საით იღწვის ეს ჩემი გული,
ჩემი გონება ფიქრში ჩამძირავს,
და ოცნებით ვთბები კვლავ გარიყული.

ფიქრები ჩემი დასასრულია,
დამარცხდა უკვე აქაც შექსპირი,
ყველა სიმართლე დამალულია,
ზღაპარია ჩვენთვის დევგმირი.

თითქოს გაჩერდა წამები,
ქროლვა შეწყვიტა ქარმაც,
ფიქრების ზღვაში ჩავედი,
სინათლე მოსჩანს სადღაც.

ავტორი - საბა დგებუაძე

03.11.2022.
კომენტარები (0)