გონებებს სძინავთ, ყოფას სიყრუე ეპკურება,
მთებიც გმინავს, იგრძნეს დაუძლურება,
სავანეს ახლავს ისევ მრუდე თქმულება,
ვცანი ბასრი კალმის დანიშნულება.
რა სიჩუმეა მინელდა მწვავე ალები,
ბედიმოქმედი ფიქრობს, ჩადგა ქარები,
კლდეებში გაჩნდა მცირე ნაპრალები,
იალქანს ებრძვის ტალღის ნაფიქრალები.
შეგიხედავს ცისთვის? როგორ შვენების,
რომ დასერავს ვარსკვლავების ენები,
აინთება ოაზისი ფერების,
როცა ზეცას კალმით მოვეჩვენები.
ჟამი პირქუში ანარეკლი შორეთის,
მოჩვენება რითმისა თუ სონეტის,
მიკიოტის ხმებით ვიღწვი პოეტი,
ამ ხმებშია ცათა უდაბნოეთი.
კიდით-კიდემდე ცვივა ზამბახეული,
სავსე მთვარე ღრუბლები და ზმანება,
უჩვეულო სამრეკლო თან ეული,
მას უფრთებო ფრენა ესაბამება.
ავტორი - საბა დგებუაძე
26.09.2020.