ყველგან ყველაფერში არის ცდომილება,
შეუსაბამოა ფრთხილი მოთმინება,
მე განვუდექი ასე რომ ინება,
ბოროტს აბოროტებს კეთილშობილება.
სულის პატიმრობა, ბნელი დილეგები,
ეჰ! რა გმირობა, ისევ მიმდევრები,
აღარც კაეშანით სავსე ლიდერები,
დღეს დაიბადე? ხვალე იფერფლები.
ცხოვრება ეგოიზმი, ზოგჯერ ირონია,
წლებს რაც გაუძლებს, შუბლზე მირონია,
ადამიანი არის ტრილოგია,
ცოცხლად აღწერილი იდეოლოგია.
ზიზღით აღვიძვრები, გონება ამღვრეული,
აზრს მოკლებული ყველა ტვინიკოსობთ,
თითქოს დავისვრები, ბრბოში აღრეული,
რა გაქვთ ბოძებული? როცა ცინიკოსობთ.
ბევრმა შეიცვალა გველის პერანგები,
შიმშილის შემდგომ კაცი ვერაგია,
მათთან სიახლოვით ვეღარ გადარჩები,
შენით თუ არ იწყე სულის თერაპია.
ყველგან ყველაფერში არის ცდომილება,
თქვენი უვიცობით მუდმივ მებრალებით,
ყელში მებჯინება ზოგჯერ მოთმინება,
ვფიქრობ გავიმარჯვებ ჩემი მწვერვალებით.
ავტორი - საბა დგებუაძე
18.06.2021.