(ეძღვნება "ქართველებს")
ცხრიდან ცხრა ბნელია,
ცხრიდან ცხრა მასიურად,
ცხრიდან რვა მტერია,
უფრო პასიურად.
რამდენი გველგესლაა,
ღორიც არ იკადრებს,
კადრულობ ქლესა,
რა გზას არ მიმართეს.
იცი მკრეხელი ხარ და
თან ფარისევლურ,
შენი წარმოდგენა,
არის ღვარძლისებურ.
გაცვდა პატრიოტულ,
მცნება ყოველგვარი,
თითქოს ოდიოზურ,
ლიქვნით რომ გიცანი.
რამდენი დავამარცხე,
რამდენს ვეომები,
ისევ დაგანარცხებ,
მე თუ მეომები.
ვნახე მატყუარა,
იქცნენ უნამუსოდ,
სინდისს გარეცხავ და
იტყვი უსაფუძვლოდ,
მართლა უსუსურო
როდის გაიმარჯვე?
ხარ უსულგულო,
თავი გაიმართლე!
გონი ვითომ მარჯვე,
რით ვერ გაინათლე,
რით ვერ დაინახე,
ჩემი ეს სიმართლე.
როგორ ვერ გაძეხი,
ვითომ ქართველო,
სად გაქვს ნაქები,
შენი საქართველო?
მრავალჯერ მოღალატე,
ისევ განმეორდი,
ფანდი იმეორე,
როგორ გადაგვარდი?!
ავტორი - საბა დგებუაძე
09.07.2023.