0 44

ფსევდოპატრიოტიზმი (მხილება)




სიმწრის ღიმილი დამთამაშებს,
 შემთხვევით მოვხვდი ბრბოში,
 თავის ჭკუაზე გათამაშებთ,
 ტირანია, არავინ არის გონში.

 მოჯადოებულია ერი, ბარბაცით
 დიდება დაკარგა წარმტაცი.
 მოთმინება გამოელევა ვიცი,
 ჩვეულებრივი სიბრალულის ფიცით.

 მესმის, გითანაგრძნობთ, გისამძიმრებთ,
 პიროვნებაში ვერ ზიხართ, ამძიმებთ,
 ყოფიერებას, რომელიც ამცირებს,
 გზას, მივუახლოვდეთ გმირებს!

 თქვენთვის წვრილმანია ნეგატივი,
 ამ სიტყვის სრული გაგებით,
 სიკვდილია ლაიტმოტივი,
 ღალატის შრომით ნაგები.

 მძიმე ბავშვობით გამოწვეული,
 სხვებზე რატომ უნდა დააფრქვიო,
 მოკალი შენში წყეული,
 შეგჭამს ეშმაკისეული სიო.

 გაბრმავებენ, თვალს გიხვევენ, გესმის?!
 არც მთავრდება, არც იწყება ტანჯვა,
 თვალი თვალის წილ მერამდენედ მესმის,
 ვინ ასრულებს, გონებაში გაჯდა.

 ამ საზოგადოებაში უნებლიედ მოვხვდი,
 სადღა არის ხელოვნების რიდი,
 ცდილობთ შეუსაბამო დოგმით,
 დამიხატოთ აბსურდული მითი.

 ჩვენი სული ჩვენი ხელით ვგვემეთ,
 საკმარისია! როდემდე ველოდოთ მშველელს,
აბსოლუტურ ჭეშმარიტებამდე მივალთ მენდეთ,
 ხოლო მხილება და კადნიერება მომიტევეთ.

ავტორი - საბა დგებუაძე

10.10.2023.
კომენტარები (0)