0

შენ ხარ ჰაერზე ცოტათი მეტი


შენ ხარ ჰაერზე ცოტათი მეტი,
რომელიც სუნთქვათ ნამდვილად ღირხარ,
და სიყვარული შენ მაინც გმართებს,
შენ მიფრინავ და მე მაინც ძირს ვარ.

შემომათენდა წერაში შენთვის,
უძილო თვალებს ვაჩვევ სიფხიზლეს,
ნახვა მინდოდა სინათლის მკვეთრის,
მაგრამ ნათელმა ბნელში იხიზნეს.

მრჩება წყვდიადი წყვდიადის გარეთ,
მიწევს დამალვა ღამეებს შიგნით,
ამ დამალვისას ვიქეცი მთვარედ,
თავად გავოცდი ჩემივე ფიქრით.

რატო მსჯი ასე როგორც პატიმარს,
ყოველი სიტყვა მაწამებს შენი,
მაგრამ წამებაც ზოგჯერ ივარგებს,
მე ეს წამებაც შენ მოგიძღვენი.

ტატო.
კომენტარები (0)