0

ჩემი ვენდეტა


და კაკუნია, კაკუნი კარზე,
და შენ მოხვედი სალაპარაკოდ,
ერთი  სიტყვა და უკვე გაჩერდი,
და მე მელოდე რომ რამე მეთქვა...

ახლა ჩემი დროა, ჩემი ვენდეტა,
მიმძიმდა შენთვის ასე რომ მეთქვა,
მაგრამ შეგიყვარე ისე ზედმეტად,
რომ საკუთარი პიროვნება ვეღარ ვიპოვე.

გარეთ ქარია- 
ცივი სიო მხვდება საგრძნობლად,
შენ კი  ძველებურად სიტყვებს იძიებ,
რომ მიკარნახო, ჩემს ლექსში რომ
სადღაც შევტენო.

მეჩვენება თუ ძველებურად აღარ აზროვნებ,
თუ თავს მაჩვენებ, იმიტომრომ სახე განახო,
სახე რომელიც იმ სიყვარულს აღარ
გაწოდებს,
სიყვარულს  რომელიც სხვებზე ბევრად მეტად გიყვარდა.

და მე გაგიშვი...
იმიტომ რომ შემიყვარდი ისე ზედმეტად,
რომ ჩემი თავი ძიებაშიც კვლავ დამეკარგა.
და გადაკარგვა ნიშნავს იმას რომ მე აღარ ვარ.

მე კი გაგიშვი, და შენც გამაგდე.
და მე გავრბივარ ჩემი თავის მიმართულებით,
ალბათ მივწვდები იმ ოცნებას,
რომელიც მქონდა.

მე კი უშენოდ წინ მიმავალს ტყვიას მესვრიან,
იმ მოტივით რომ, ბეჭის გავლით გულში მომხვდება,
არ დაგავიწყდეს რომ ეს გული თქვენ გიმღერიან,
შენს და შენს ღიმილს სამყაროს რომ, ფერებს შემატებთ.

არ დაგავიწყდეს რომ მე შენგან მიტომ წავედი,
რომ საკუთარი პიროვნება მეპოვნა მარტომ, 
ეს იმიტომ რომ შენ იმდენად ძლიერ მიყვარდი,
რომ წამეყვანე შეიძლება დაგვიწყდებოდი.

ტატო ბერიაშვილი
კომენტარები (0)