0

ჩემი კუთხე...


თვალი დავადგი ამ ბოლოდროს რაღაცა კუთხეს
ყოველ საღამო იქ მივდივარ ჩემ თავთან ვრჩები,
ლუდი დამისხეს და ჩურჩულით ერთმანეთს უთხრეს,
ეს ის არარის?! რომ კითხულობ მის ლექსს და კრთები.

მე თავმდაბლურად დავხუჭე თვალი,
ფეხზე წამოვდექ ვით მეფე ლომი,
ჩემი ხელების გავშალე ბრჭყალი,
და გავაჩინე რითმების ომი.

შემომციცინებს თვალებში ყველა,
ზოგი ტირილით, ზოგი კი სევდით,
მე კი გონების დავიწყე რყევა,
მუზა მოვიდა და მე მას ვდევნი.

ყოველ საღამოს მელიან ბარში,
რომ ფეხსაცმელის დავტოვო კვალი,
შემოიპარონ ჩუმად ჩემს დარდში,
და ამიხილონ ცხოვრების თვალი.

პალტო მაცვია გახუნებული,
სირცხვილით ვჯები ჩუმად კუთხეში,
ფეხსაცმელი კი თოვლიანია,
არავინ არის თითქოს უხეში.

ყოველ წამს მჯერა კარის გაღების,
ყოველ წამს თვალი გამირბის მისკენ
და იმედი მაქვს რომ გაიღება,
და მშვიდად წავალ ოცნების მზისკენ.

ტატო ბერიაშვილი
კომენტარები (0)