განშორებიდან შეხვედრამდე (რელიგიური ლირიკა)
ნეტა, როდის გიხილავთ რომ ისევ გავიხაროთ?! რათა შენი გულში ჩაკვრით სიყვარულით შეგამკოთ!.. ახლა "გძინავს", მაგრამ კვლავაც "გაიღვიძებ" ღვთის ნებით — ქრისტეს მმართველობის ქვეშ მყოფ აღდგენილ სამოთხეში; სადაც წარსულს ჩაბარდება ტანჯვა, გლოვა, სიკვდილი — და დაუბრუნდები ყველას, ვინც მოუთმენლად გელის! ლექსის შინაარსი დაფუძნებულია ბიბლიაზე (წმინდა წერილზე): იობი 14:14,15; იოანე 6:40; 11:25; საქმეები 24:15; 1 კორინთელები 15:26; გამოცხადება 21:4.