0

დანაშაული და სასჯელი


მიყრუებული ქუჩასავით, მზის 
სხივებს ახშობ,
მოგონებების ღრმა მორევში გწვავს 
სამძიმრები,
იპარავ ღამეს — ჩემი კანის გამშრალ
მონაქსოვს
და მწველ სტროფების სიბილწეში
ჩაიძირები.

უსასრულოა მოუმკელი გზები
შენამდე,
უშეცდომოა შეცდომების ვრცელი 
ნაპირი,
ბურუსით მოცულ შენს მომავალს
უცრემლოდ ანდე
ის შენი განცდა და ვით დედას, 
ისე დასტირი.

ახლა მიწაზე გასწორებულს ვხედავ 
შენს სახეს,
შეუქცევადმა, უუფლებო ზღვარი
გავზარდე,
წარსული მაწევს, მომავალი თეთრ ფრთებს 
რად მახევს,
თუმც კაეშანით დაგესლილ გულს 
ვზარდე სავარდე.

ოქროს ქოთანთან ხარბი მღერის, 
უცხო იცინის,
„ბრილიანტები, ალმასები“, 
ტვინნი წივიან
და მეტირება დაკარგული, 
მაინც მივჩივი,
რად გადმოაგდეს ღრმად ნათელი
კაცი ტივიდან?!

იმედებს მაინც ნუ დაუნგრევთ,
ნუ გაასხვისებთ,
გულს ვერ ვიოხებ, ვერა ვშველი კაცი 
ცრუ ბრალით,
მარწუხები კი ულმობელთა 
ცეცხლის სხივებით,
შემომეჭიდნენ, ცას ვეჭიდე 
ბრძოლის გუმანით.

უიმედოა სიყვარულის ახლა დიდება,
უიმედოა გარდამავალს ზეცა გინებებს,
ღმერთი დაკარგე, სული შენი სასჯელს 
მიჰყვება
და დროის მიღმა მიუყვები ჩადრით 
ქმნილებებს.
კომენტარები (0)