0

ბედი სად არის...?


ჩაფიქრებული კლდის ქარაფთან სიოს გავყევი,
შეუბრალებლად ძვირდებოდა გზაზე სინაზე,
ღრუბლებს ვფანტავდი, სხივს ვხარჯავდი ჟამით ნარხევი
და ჩემს სტრიქონებს გზას ვუსხნიდი უცნობ მიწაზე.
„ყოფნა-არყოფნა“ გაისმოდა კითხვა პასუხი,
გონი მისდევდა სამოსახლო ფიქრთა მარხილებს,
ვძერწავდი რწმენას, ცას ხვეტავდა გადამარხული,
ვით მგლოვიარე დედამიწა, მართლებს დახრილებს.
ცოდნა და ცოდვა დღენიადაგ ხრავდა ერთმანეთს,
სული კი სინდისს მიელტვოდა ვითარც საუნჯეს,
სადა ხართ ძმებო, გამაცილეთ მაღალ მწვერვალებს,
სანამ სიმძიმე წუთისოფლის არ დამამუნჯებს
და თუკი ვეძებთ კვლავ სიყვარულს, და ის არ არის,
მაშინ გაქცევა ყოველ წამში გულიდან გვიწევს,
ვერად მიმხვდარვართ ჩვენს ბილიკზე ბედი სად არის,
ის, რაც ამ ყოფას გაგვიხდიდა უფრო ბედნიერს.
კომენტარები (0)