0

9 აპრილი


ერთობაშია სამშობლოს წესი
და ეს ერთობა ვერ დაანგრიეს,
სიყვარულისგან მღიმარე ღმერთი
ქართველში დუღდა, ცრემლად აქციეს.
შიშველ ხელებით, ლაღი სიცოცხლე
უომრად შეხვდა შავ-ბნელ გოლიათს,
არ დაენანა ცოდვას სისოვლე
და ჩვეულ შხამით სისხლი დალია.
ასტკივდათ ჭადრებს გმირების გლოვა,
თავაწეული მერანი მოქრის…
ვიცი, ერთ დღესაც ერთი დრო მოვა
და ჩვენს მტერს ვნახავთ უხმოდ დაჩოქილს.
კომენტარები (0)