0

უსასრულო ღამეს


ცაო-ცაო, ღრუბელ-ღრუბელ, გულს უგულოდ სერავ,
წვიმა ბარდნის, მცვივა დარდი, სად მიმათრევ ერავ,
მითეთრდება ჭაბუკს სახე, დრო საფიქრალს წველავს, 
კვლავ მიღვივის შენი ტრფობა, ნისლში ხედვა ელავს.

საით, საით, საით მიქრი, საით მიქრი ვნებავ?
მომეძალე ყველა ნერვში, ცეცხლს მინთებ თუმც მნებავ,
აღარ მაცდი გულო სუნთქვას, დროს ულმობლად თელავ,
მთვარევ წყდები ეულ ღამეს, ჩემო გულის შველავ.

გიხმობ მზეო, შინ შემოდი, ნუ გაჰყვები ბინდებს,
სულში ცოცხლობ, ფიქრში თვრები, აზრში შემომიტევ,
არ ჩერდები ფერით ვრცელო, ზეციურო სიღრმევ,
ჩემო ხმაო, ექო-ექოდ, მზრდი თან გზაკვლას მიბნევ.

ცეცხლი ცეკვავს ამ ღამეში და ალებში მაბნევს,
ეს ციმციმი შენი სულის სასთუმალთან მარწევს,
უშენობა ფრთებს დამცლის, უმზეობა — მანგრევს,
ასე ტვირთად რად იქეცი უსასრულო ღამეს?!
კომენტარები (0)