0

რთული გზა მხვდა მარია


რთული გზა მხვდა მარია,
ცრემლიც ამ გზის ბრალია,
რომ მრავალჯერ ვამტვრიე,
უსამართლო გალია.
უმოწყალოდ გაწირეს, 
ბნელ გენებმა წამები,
მაგ თვალებმა დამითბეს,
ყოფა განაწამები.
სახეები მოვხატე,
თავის შავ-თეთრ ფერებით,
ცრემლით მიწა მოვნამე,
რითმები კი ერებით.
სული სისხლში ამომდის,
გული მკერდში ივსება,
როცა ვხედავ რა მოსდის
თავაწეულ ღირსებას.
კაცი კაცთან დაწვება,
ქალი ქალთან ნებივრობს,
წუთისოფელს რა ხდება,
ნეტავ ვინმეს ეფიქროს. 
„ანგელოზთა“ სახიდან
მზერა სხვა მხრივ ციალობს,
ვეღარ ვიხმობ ნაპირთან,
ზღვამ მხურვალედ მიაროს.
მეტირება თითები,
სითბო სადღაც წავიდა,
მოდი ჩემში ვიშლები,
უმიწაწყლო ღამიდან.
ლექსი წვდება კამარას,
ბაღში ვაზი იშლება,
ჩიტი მწერთან კამათობს,
მსურს ცხოვრების დილება.
ვცდილობ, მივყვე ერთ რჩეულს,
ერთი მყავდეს საცოლე,
ვუშველიდე ერს ეულს,
ზეცის მადლი მწყალობდეს.
ღვივის ტაძარს ვედრება, 
შესანდობარ ცოდვების,
ვფიქრობ კვალად შევრჩები
შედევრს ორი ცხოვრების.
ბედის წერა ახდება,
მოსახდენი მოხდება
ფარული გაცხადდება,
აცხადდება წოდება.
გადაივლის ჰორიზონტს,
ჩემი სულის ეჟვნები,
ზეცის კართან ბოგინობს,
სხივი და გულთ ვეშვები.
დროს გაუყვა ჩემი ხმა,
ვითარც მამის ვალები
და სამყარომ შეისხა,
ვით სამოთხის ვაშლები.
კომენტარები (0)