0

სიყვარულს თუკი არ ველი


დამადეთ მკერდზე ნამხრები,   
ვერ მოვესწარი კარგ დღესა,
გოლგოთას ვზიდავ ამ მხრებით,
ამ ცხოვრებისა სვე-ბედსა.

დღეს კვლავ მესროლეს ცხრა ტყვია,
ცხრავემ ზედ გულზე იარა,
ღამით კი ნისლმა დამრია
დარდმა გამიხსნა იარა.  

ქალავ, ხევს დამხვდი მღიმარე,
მზემ სხივი არად მაგება,
ცა ცრემლით ვერ დავიცვარე,
გამინაწყენდა განგება.

ამოთქვი ღამევ ტკივილი,
დაფარე სოფლის ვაება,
ჩემს წინ წყალობას გავიშლი,
იქნებ მზე მთვარეს ჩაებას.

ღამემ დაფერა გზა-კვალი,
დრომ ბევრის გული გათელა,
ნისლს გახვეული, ზავალში,
შემომრჩი ციცინათელა.

ბედმა გავწირა ორთავე,
გაგვინაწყენდა აეს ცა
და ჩვენს ნაფეხურს მოთავე,
ციდან ცრემლები დაეცა.

დამძიმდა მეტად ყოველი,
უშენოდ მზე ბნელს დანებდა,
სად არის ნათლის მპოვნელი,
ციური გამონათება.

ბინდმა მოიცვა ყოველი,
ელვა მაგლიჯავს შენს ტუჩებს
და წვიმა ჩვენზე მლოცველი,
შენი ცრემლებით მიხუტებს.

განა რას არგებს მზე ყანას,
დარდებისაგან თუ სცივა,
თუ შენ არ მზეობ ქვეყანას,
გენში ფესვები დამცვივა.

სიკვდილმა თუკი გვინება,
შენ მარადი ხარ უფალო,
სულს მარგალიტი ერგება,
სიკვდილს რა გადავუმალო?

ხეობებს შევრჩი ქართველი,
თუმც ქართველობას ვიფერებ,
თუ შენს სიყვარულს არ ველი, 
როგორ შევხვდები სიბერეს?!
კომენტარები (0)