0

გატეხე ტკივილი


ღამევ გატეხე ტკივილი,
სულოვ ნურც დარდიანობდე,
ვიწრო ბილიკებს გაივლი,
აღსდგები ზეცის წყაროზე, 

ნეტავ სად გაქრა სინათლე,
ბინდის აკვანში გავები,
თავი ვერაფრით ვიმართლე,
სად დამეკარგნენ თვალები?!

ნეტავ რათ მინდა ფიქრები,
სტრიქონებს ასდით ალმური,
ჩამოწოლილან ნისლები,
გზა მეღობება მაცდური.

წუთისოფელი მჭვუნვარე
ხან მთქმელი, ხანაც არ მთქმელი,
ცხრა მთა და ცხრა ზღვა ვიარე, 
ვერ გამოვლიე სათქმელი.

გულს მიჭამს ბოღმა ნაღველი,
უკუღმართობა ბედისა,
წლები გავლიე, რას ველი?
სიმშვიდე აღარ მეღირსა.

გეძებ, ტკვილებს მიყუჩებს
ღამე სულისა მთოველი
და კვლავ დავეძებ შენს ტუჩებს,
შენი თვალების მკოცნელი.
კომენტარები (0)