0 11

ხევსურთ ყოილნი


ახლად დანამულ ხევსურთ ყვავილებს,
ენაზებოდა ნაზავი თოვლის, 
ვიდრე ხეობა კვლავ იყვავილებს,
იქნება ლტოლვა ფერებად მოსვლის.

ნისლი ნაქროლი არხოტის ქედზე,  
მოეფინება პირქუშ მთიბელებს
და სანამ ნამი დნება მთის წვერზე,
სიცოცხლის სხივი სახეს მიფერებს.

ვხედავ ალესავს ხევსური დაშნას  
და მჭექი ჰანგით დამღერს სათიბებს,
რადგან დაცლილი ხევის დანახვას, 
უჯობს ყოილთა ცვარი აწვიმდეს.
კომენტარები (0)