0

გალაკტიონ


გალაკტიონი, გენთა სიონი...
ცეცხლში იწვრთოდა ვრცელი სტრიქონი,
სისრულეს ცისგან ხვდა სიმბიოზი,
ერთი არსების კვალს - ბასტიონი.

ჰეგემონია, ქარით ნაქროლი,
შრიალებს ვრცელი ჟამის სანახებს
და მთებს გაშლილი ჭამბართ-ვერსალი,
პოეტთა თეატრს კვლავ დამანახებს.

ქართველთ გენიავ! ლექსთა სიმძაფრე, 
სულეთს აღმიძრავს რითმთა ხარაზებს
და როცა ღამით ცა გონს ააფრენს,
შემომიჩნდება ის და მაწვალებს.

იცი, შენს სტრიქონს არ ააქვს დაღლა,
იცი, დროება თუ როგორ გეტრფის.
მე კი შემოვრჩი მარტო ამ ჭალას
და შავბნელ მიწას ვაწვები ტერფით.

ფაშარი ხალხის გონება მიმღვრევს,
სინდისის ნერვებს, ფიქრები - ფიქრებს,
მაინც ვერ ვიშლი თვალებში დირეს,
სადაც ცხოვრების სიმძიმე მიწევს.

გალაქტიონო, გიხმობს მელანი,
ის ხომ ინახავს განცდებს ერისას.
შემოიხედე, ერთი მითხარი,
რომ ჩემს ლექსებსაც კვალი ეღირსა.

ვიცი, ცოცხლობდა შენში დემონი,
რომელიც ქარებს ჩემშიც აღვიძებს
და ვერ ვიცილებ წვდომას ზეცნობის,
ეს გრძნება, ალბათ გაიდაისებს.

გალაქტიონო, მერი ვიცანი,
ის ყოველ წუთზე ჩემს ქუჩას ჩადის,
იმ მესაფლავეს ვხედავ ცისკარზე,
ოფლში მდინარი მიწას რომ გათხრის.

ხშირად ვუმღერი ჩემს მზე და მთვარეს,
მგოსანს ბუნება გულს ხშირად მიცვლის.
ვიცი კლდის თავზე ისევ აიწევს,
ლაღი არწივის ფიქრების ნისლი.

შენ ხალხთა გულში ისევე რჩები,
მე კი მივარღვევ მძიმე შარა-გზას,
შენც, სულის ღამევ აღარ მთავრდები
და კვლავ იწვები საწერ-კალამთან.

ტარიგნი კვლავაც ჩემში ცოცხლობენ,
ისევ აღებენ სამოთხის კარებს,
გულში კი ჩვილნი ცრემლით გლოვობენ,
გენიის სიღრმეს ჟამით განაღებს.

სადაფისფერი მთვარე მეწევა,
ბირთვად ქცეული გულში მანათებს,
მწვავს და სიცოცხლის სული მენთება
და მეც არ ვტოვებ ნიჭთა ბალადებს.
კომენტარები (0)