0

ცოდვილს ველოდე


გამოიყარნენ ფოთლებიდან
სულნი ვედრებით,
ალმოდებული მიფარფატებს
ცაზე თოლია,
მიაქანებენ ბედის ლეწვით,
ცხენებს ცხედრები,
დაუსაბამო, უსასრულო
გზა რა შორია.

მკერდს ეფერება ნაცნობი ხელი —
ხელები უცხო,
სამზერებიდან სისხლს მიღებავს,
კვლავ ირონია,
ნაუცბადევი მდუმარების
ფრთებია უშნო,
სხივით ნაკვები მეძავობა — 
მონაგონია.

ნასადილევზე ვებერთელა
ჩამომწყდა ცრემლი,
შემოფეთებულ, მომაკვდავ დარდს,
ძველ შარის შურდა,
სიტყვა ალესით, ამიშალეს
გრძნობების მრევლი,
გამაბითურეს, ზნე ცისკარზე 
გაშარიშურდა.

დღეს მარიონეტს გაულექსავს
მცდარი ბგერებით,
მოტყუებული ხალხის ხმაში
წყენა იგრძნობა,
შემომტირიან უთავბოლოდ
სულთ ნაფერები,
ყოფიერების ამოსავალი —
დედაშვილობა.

მარცვლის ოდენა რწმენას ვეძებ,
არსის მდელოზე,
ჩემი გზა-კვალი განვლილია,
თან გასავლელი,
ამ ცხოვრებისგან აალებულ 
ცოდვილს ველოდე
და ცეცხლის ალში გამოსახულს,
შევწვდი გამვლელი.
კომენტარები (0)