0

* * *


კვლავ მეძახი,
განცდა მიპყრობს
და შევნატრი
ნანატრ სითბოს.
ყოფა მდევნის,
წუთი ნიშნობს,
ზეცა მკერდს შლის,
თითქოს მიხმობს.
დილა კვალს შლის,
მზე ცრემლს იშრობს,
მთვარე ბარდნის
და სულს იხმობს.
ნაცნობ ჰანგთა,
მესმის ხმები,
ცამ ცისმართა
მასვა წყლები.
ვპოვე მშვიდი,
მზა სოფელი,
გულში დიდი,
სამყოფელი.
კომენტარები (0)