0

რომ არ ახდეს... (მელანდა)


მოჩვენების ეტლები,
ხელმწიფეთა აჩრდილებს,
მკვდრული შენაფერებით,
ღრმა სიზმრებში აცილებს.
მივუყვები სიბნელეს,
ჩანს, გვირაბთან იცდიან
და ლანდები სიძნელით,
კარს მიღებენ ცოდვიანს.
სამყაროდან ხმა ისმის,  
სულის ძახილს ვამსგავსებ,
რომ სიმწუხრე ჩაივლის,
სრულქმნილ მნათთან გასვლამდე.
გავცდი მწირი გოდებას,
მწუხრის შემქნელს შევეხე
და სიცხადის მოწყვეტას,
წვავდნენ მარად მწვანე ხეს.
ვხედავ ბნელეთს ანათემის,
საყვირები მოქრიან,
საფლავიდან გვირგვინები,
ეწევიან შფოთიანს.
ქვესკნელურმა ბრმაქაოსმა,
გადალურსმნა გულები,
ექო, ექომ გადაწონა,
მზერა ჰუმანურები.
ცა ცვიოდა თვალებიდან,
კაცთა სულებს ვეძებდი,
ვხედდი, თავებს როგორ სცლიდნენ,
უსინათლო დევები.
სივრცემ გმირის გენი იმხრო,
ბელზებელთა სასჯელად,
აყეფდნენ და ენით შხამი,
ცეცხლს ასხურეს ასჯერად.
თუმც აღსრულდა მზაკვართ ძრწოლვა,
ბნელთა — ღმერთი ამხილეს,
კვლავ აუყვა სულის შფოთვა,
ღრმა სიმშვდის მარხილებს.
გაღვიძებულს ვცემდი თვალებს,
რა სიზმარი მელანდა,
წყალს ვაუწყე ხილვა ნაბნევს,
ღამემ გამიფერადა.
დღე არის თუ ღამე არის,
ღმერთს ვავედრე ჩინარი, 
ვილოცე და ჯვარს ვეკარი,
რომ არ ახდეს სიზმარი.
კომენტარები (0)