0

სადაც ერთ დროს


წვიამიან ქალაქს მოეფინა, 
სევდის მინორი,
ლამაზი არის ალუბლებში
სისხლთა დინება,
შენი თვალები უძიროა, გრძნებით 
მზის სწორი
რამაც სამყოფელს ზეციური
სითბო მიდენა.

ვივიწყებ წყენას, გაზაფხულის 
ქართა ნავალში,
ვაღვიძებ გულში, მოელვარე 
ცეცხლის სიმშვიდეს,
ამ სიმფონიას, შეერთების, 
იგრძნობ ნადავლით,
შენამდე მწვავდნენ სხვა ძალები, 
როს გამაბინდეს.

კვლავ ვაწერ კალმით, პერგამენტის 
კედლის თირკმელზე,
სიყვარულია მარადიულ საზრდოს,
მხილება
და მივუყვები მთვარის მკერდზე, 
როგორც სათიბზე,
მეგებებოდა, სადაც ერთ დროს 
შენი ქმნილება.
კომენტარები (0)