0

აფხაზეთის თოლია


ცისკენ მიქრი, მიფარფატებ თოლია,          
გიყვარს სივრცე, ვით მწვერვალებს თოვლია,
სწრაფვა შენი, ეს სინათლის სწორია,
რადგან ფრენა ულმობელი გცოდნია.

ლაღად მიქრი ჰორიზონტზე თოლია,
წყალს და ზეცას აკავშირებ მგონია,
მე ზღვის ტალღებს გავუმკლავდე ჯობია,
აფხაზეთის სევდა გამომყოლია.

აფრებს გავშლი, მზე სინათლით შორია,
ცხოვრება კი უსასრულო როდია,
ხიბლი ჩვენი ფრენის წყურვილს სცოდნია,
ზღვის ტალღებთან რომ ვიწრთობით თოლია.

ცამ გისახლა ვეღარ გხედავ, თოლია,
მწვავს სიცოცხლე რა ხანმოკლე გვქონია,
ჩვენ მიწიდან, ციდან უფრო შორია
და ოცნება იცი ჩვენი ტოლია.
კომენტარები (0)