0

ვახ თუ ბინდმა გადაგვფაროს


სამოსახლო სივრცის ფსკერზე,
მირაჟების ღელვა მოსჩანს,
ვანთებ ფთილებს ცის ნაფერზე
და ვუნათებ ღამეს მგოსანს.
პოეტური პერფორმანსის
მელოდიას უკრავს ღამე,
ესმის ჩემს გულს ეს რომანსი
და ის ქალი, რომ ვაწამე.
ვარსკვლავები კვლავ მქუხარებს,
თუ ციალობს სარკმელს განე,
ადრინდელი მწუხარება,
როგორც ჭუჭყი, დავიბანე.
თუმც არ მერგო სიალალე,
კაცის გული არ აშენდა,
ერთის სევდა, როგორც ლალე,
სიმღერივით გადაშენდა.
მივუყვები აღმართს მარტო,
მოვუყვები რითმთა გლოვას,
თითქოს „არაფერი“ ხარობს
და ელიან ჩამოთოვლვას.
მე შენ გიცდი, გიცდი ამ დროს,
სანამ მზე და მთვარე მოსჩანს,
ვახ თუ ბინდმა გადაგვფაროს,
ვახ თუ დარდმა ისევ მოგვკლას.
კომენტარები (0)