0

ახალგაზრდობა


ახალგაზრდობა, ვით ბასრი ძალა,
ებრძოდა უღვთო, მღვრიე გულისთქმას,
სადაც სინათლის, სიბნელის ხანა
ყოფნა არყოფნის ბილიკს უვლიდა.
ანგელოზები ზეცას ელტვიან,
მიწას რჩებიან დაკარგულები,
ვერცხლის ჩხრიალზე იყიდებიან,
უბედურებზე უბედურები. 
უკანასკნელი ტყვიის გასროლას,
უკანასკნელის სიკვდილი მოჰყვა,
ზეცას შეჰყვირის ურჩი განცხრომა,
შეხლა შემოხლა, სისხლი და ცოდვა.
კომენტარები (0)