0

კოსმოგენი


აზრთა ქარიშხალს უკვდავება ერგო საჩუქრად,
მეტის მეტია უსასრულო ეს კოსმოგენი,
მიწაზე ციურ სილაჟვარდის ფიქრში გავსულვარ,
როგორც ქმნილება მარადიულ სივრცის მომდენი.

არ იტყობს დაღლას ალმოდებულ რითმების ქარი,
ცეცხლი გულისა დღენიადაგ იწოვს სტრიქონებს,
სისხლი და სიტყვა — კაცთა ყოფის ფიქრი დამწვარი,
მეფურად ირჩენს ტანზე წყლულებს და გულთ იმონებს.

განცდის ბარათებს დღენიადაგ ელის აისი,
შენი თვალები უსასრულო ძალებით მავსებს,
წუხელ ცრემლებით შემოსილი თრობის დაისი
ქმნიდა სიცოცხლეს, მეწამულ ფერს, ლექსით გასავლელს.

თუმცა ყალბია ამ სიცოცხლის ერთი სალამი,
შენთვის, სიკვდილო, ჩემი სულის არ ვარ მომცემი,
გაღმა ნაპირზე დასჭირდებათ სულის კალამი,
რომ შეადარონ შედევრები ორი ცხოვრების.

სიყვარულია უკვდავების მთავარი წყარო,
განგაცდევინებს მარადიულ სინათლის ბგერას,
შენ კი ქალღმერთო მგოსანს ფრთები იქნებ მიწამლო,
რაც გულში სულით ჩამოღვენთილს მუდამ მიფერავს.

ვუსმენ გულისთქმას, ამღერებულ მიწის შემოქმედს
და ვგრძნობ სინათლეს, ღვთაებრივში არსის სიმაღლეს,
რომ სიცოცხლეა სიყვარულის სულს რომ იმონებს
და „ის“ სიმაღლეც სიყვარულით მუდამ გიმაღლებს.
კომენტარები (0)