0

დარდიმანდული


სამართალი აღარ არის, აღარც სულის მეობა?
ვერ გიმეტებთ, მენანება თქვენი ნაირფერობა.

მზე ჩამქრალა, ღამე იწვის, ამ გულშიაც ალია,
გზა სიმრუდის ყოფით სავსემ კვლავ ეკლებად გალია,

გოგოვ, ბიჭო, სოფლის თვალო, გზა ეძიე ღმერთისო,
თუ კარგ საქმით ვერას ხდები, ცუდს რად უნდა ეღირსო?

ბედსიმწარით დადაგულო, გულიანო ქართველო,
ვაზისა და დიდ გრძნობების, ლაღ ბუნების მნახველო.

მხოლოდ ფიქრით ვერ რას იზამ, გულს კვლავ ცრემლით გაავსებ,
შენ, სიკვდილო, შენ სიკვდილო , შენც სიკვდილით ხარ სავსე!

სადღაც ახლოს ზურნა ტირის, დროს საქმე მართულა,
ტუჩზე ვნება რად გაგიქრა, ჩემო თვალებხატულა?

მერიქიფევ, ღვინო მასვი, ტვინში ცეცხლი დამდისო,
კვლავ მსურს შევსვა დამაშვრალთა, გულის ფიქრის, დარდისო.

სადღაც, ალბათ, ვიღაც იტყვის, უცხოვრია ჩვენთვისო,
ვიღაც კიდევ ვაგლახს იტყვის — თეთრსაც ბნელი ერთვისო.
კომენტარები (0)