0 9

უმზეოდ


მთვარეს ნუ ფარავ ღრუბელო,
სინათლე სიკვდილს ინებებს,
კაცი, ჩაგრული უმზეოდ,
მიწაზე როგორ იმეფებს?!

უსინათლობა ისედაც
ხანომკლე სოფელს მიმოკლებს,
მაცალე, სხივით ვუცქირო
ამ უკუღმართსა სიცოცხლეს.
კომენტარები (0)