0

გამგები


გამიტყდა გული და ამიტყდა ხველება,
ორთქლდება ჩემს სულში ციური ნამქერი,
ვერაფრით ვიშენებ ღიმილს და მეცლება
ამ სულში სიმშვიდე, ვით ნისლის ნაფერი.

მიქრიან მტკვრის პირას დამწვარი ვნებები, 
ჭადრებში სახლდება, ეული სიკეთე,
არ არის გამგები, რისთვისღა ვხელდები,
ოცნების საჯიჯგნად გულს რატომ ვიმეტებ?

შემყურებს ღიმილით, უფულო ცხოვრება,
თმიანი ნასუფრალს უგულოდ ალაგებს,
რიყესთან თავს იკლავს დაღლილი ოცნება,
რომ ვეღარ იჯერებს მისსავე არაკებს.

მუხლს იმტვრევს ბებერი მეზურნე მეტეხთან,
ვერაფრით განაგდო ნასროლი სიყალბე,
არ მორჩა ეს ბოღმა-მოთქმა და ფეხებთან,
დაყარეს სინდისი, სიმრუდე იკადრეს.

აქ სიტყვად არ თვლიან პოეტის სტრიქონებს,
გიმონებთ სიმრუდე, უომრად ღამეში,
არ მინდა მუდმივად ვებრძოდე ტირანებს,
დამდევდეს ბრმა „ტყვია" უცხოთა თარეში. 

მიწაა „მაძღარი" საცაა მოწყდება...
სავალ გზას გაჰყვება ციური ნიშანი,
ვაწესებ მე თავად ჩემს სავალ ცხოვრებას,
თუ გინდა ნუ მიცნობ, თუ გინდა - მიცანი.
კომენტარები (0)