0

წამი სოფელში


მამლის ყივილზე მეხმა იქუხა,
ელვამ ღრუბელი მწვავედ დასერა,
ჩადრი იფარა უმალ ჭიუხვმა
და წვიმამ მიწას შვება მოჰგვარა.
აგრილდა მთები, ბარი დადინჯდა,
გზად მოფანტული ხალხი დასველდა,
სივრცე დაწყნარდა, განცდას რა რჯიდა?
წვიმით გამთბარა კაცის ღრმა სევდა.
ყეფავს მურია, სტუმარს თუ ლანდავს,
მეცხვარემ კიდევ წვიმა გალანძღა,
ხემ შვება იგრძნო... წყურვილი ჰკლავდა,
ზეცამ ნისლები ააბალახა.
ფიქრი საფიქრეთს როცა აწვიმდა,
ყვავილმა თავი სევდით ჩახარა, 
კაცი სოფლიდან მარტო წავიდა,
ქალს კი შემორჩა ხელში ჭაღარა.
გული გაგრილდა, წამმა მომნამა,
გრძნობა მომგვარა და ჩამაფიქრა,
დრო მიდიოდა... ცდიდა მონაპარს
და რეალობა აჩნდა საფიქრალს.
ვინ დასტიროდა, ვინ დასცინოდა, 
ზოგს არრა ჰქონდა, არრას სჩიოდა,
ზოგს ბევრი ჰქონდა, მაინც ჭირვობდა,
ვრცელი დინებით, დრო მიდიოდა.
ყველაფრისაგან თავისუფალი,
ბუნების ხმებში არსს ვეძიებდი,
სოფელში მცნობდა თავად უფალი
და ნანატრ იმედს ვრგავდი ფიქრებში.
ზეცად ნაბანი, სევდით ნამდვილი, 
მიწის ნახნავში მდევდა წყალობა,
რატომ აღზარდა ვრცელმა სიკვდილი,
მოკლე სიცოცხლე, დროის ანცობად,
ამ დროს ბალღობა, ცამდე მართალი,
გამახსენდება ცრემლით გამთბარი
და ის ოსტატი, ქმნილით მაღალი,
კვლავ მენანება ჩვენი სავალი.
გზა მომავალი, გზა მიმავალი,
სტრიქონს რჩეულის ფიქრთა დინება,
მე რომ დაგხატე, გულში დაგფალი
და ეგ თვალები მიმედინება.
დღეს გავაცილე უცხოს სტუმრობა,
მოსული მგზავრი საიქიოდან, 
და როგორც ქალ-ვაჟს გრძნობა სწყუროდა, 
ცას სიყვარული სოფლის მიჰქონდა.
კომენტარები (0)