უსათაურო
საღამო იყო,ნიავი ქროდა, იისფერ ზეცას მივაპყრე მზერა; ლურჯი ოცნების ხიბლი მათვრობდა და გულს მოსწყურდა შენზე სიმღერა. ლექსო, მხოლოდ შენ იცი რა არის ტრფობით დამწვარი მიჯნურის ბედი; მხოლოდ შენ გესმის,რომ სხვა სადარი ამ ქვეყნად არ მევლინება ხვედრი. გადის დრო,მაინც ერთგული ვრჩები, აწ მოვლილი მაქვს მთანი და ბარნი; თუმცა ამ ქვეყნად ხარ ერთადერთი, არავინ არა გყავს თანაბარი. ვნებათა ალი შენ მომდე უწინ და ვერ ვანელებ ზვრითების ღელვას; წყვდიადში შენი თვალების შუქით სამყარო ჩემ წინ იწრთობ-ილევა. მწამს, როცა მოვა ღამე წამების, ღამე სასტიკი და ულმობელი; მე მოვალ შენთან თეთრი ხელებით, მოვალ და იცი მოგეფერები… 5.10.2024
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი